8318 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

415PMM3F გამოქვეყნდა 25 აგვ 24 ნახვა

Techno Mall

Techno Mall

ონლაინ გაყიდვების სპეციალისტი

Techno Mall გარე განცხადება
ბათუმი სრული განაკვეთი გაყიდვები
₾500 / თვეში ბოლო ვადა:

ელექტრო ინსტრუმენტებისა და დანადგარების წამყვანი სავაჭრო ცენტრი Techno Mall აცხადებს ვაკანსიას ონლაინ გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე — ნახევარი განაკვეთით. WEB: https://technomall.ge/ FB: https://www.facebook.com/technomall.georgia

ვეძებთ კომუნიკაბელურ, სწრაფ და გაყიდვებზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელიც უზრუნველყოფს ონლაინ არხებიდან შემოსული მომხმარებლების ხარისხიან მომსახურებას და დაინტერესების რეალურ გაყიდვად გარდაქმნას.

ძირითადი მოვალეობები: - Facebook, Instagram, WhatsApp და სხვა ონლაინ არხებიდან შემოსულ მომხმარებლებთან კომუნიკაცია; - შემომავალ ზარებზე პასუხი და მომხმარებლის კონსულტაცია; - მომხმარებლის საჭიროების განსაზღვრა და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება; - პროდუქციის მახასიათებლების, ფასებისა და მიმდინარე შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; - ონლაინ შეკვეთების მიღება და დამუშავება; - მომხმარებლისთვის დამატებითი და ალტერნატიული პროდუქციის შეთავაზება; - დაინტერესებულ მომხმარებლებთან Follow-up კომუნიკაცია და გაყიდვის დასრულება; - ონლაინ გაყიდვების ზრდაზე მუშაობა.

სამუშაო გრაფიკი: - პარასკევი: 14:00 – 20:00; - შაბათი – კვირა: 09:30 – 20:00.

ანაზღაურება: - ფიქსირებული: 500 ₾ NET; - გაყიდვების ბონუსი: პირადი გაყიდვების 1% (Gross); - ამანათი: თითოეულ დამუშავებულ/გაგზავნილ ამანათზე 1 ₾.

მოთხოვნები: - კარგი წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი; - მომხმარებელთან სწრაფი და ეფექტური ონლაინ კომუნიკაცია; - გაყიდვებზე და შედეგზე ორიენტირებულობა; - Facebook, Instagram, WhatsApp და სხვა საკომუნიკაციო არხებთან მუშაობის უნარი; - პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და ყურადღება დეტალების მიმართ; - გაყიდვების ან მომხმარებელთა მომსახურების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - ელექტრო ინსტრუმენტებისა და ტექნიკის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; - უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

დამატებითი ბენეფიტი: - Element Fitness-ის აბონემენტზე 20%-იანი ფასდაკლება.

ეს პოზიცია განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვისაც სურს კვირის ძირითად ნაწილში თავისუფალი გრაფიკის შენარჩუნება და ფიქსირებულ ანაზღაურებასთან ერთად საკუთარი გაყიდვების შედეგებით დამატებითი შემოსავლის მიღება.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე CV შემდეგ ელფოსტაზე:

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Techno Mall
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა