8,628 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

419JD2ZJ გამოქვეყნდა 15 სექ 7 ნახვა

Besthome

Besthome

სოციალური მედიის მენეჯერი/კონტენტ კრეატორი

Besthome გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი მარკეტინგი / PR
შესვლა და განაცხადი
₾1000–3000 / თვეში ბოლო ვადა: 16 ოქტ

"BEST HOME" აცხადებს ვაკანსიას სოც.მედია/კონტენტ კრეატორის პოზიციაზე.

"BEST HOME" სწრაფად მზარდი უძრავი ქონების კომპანიაა, რომლის კონტენტი ყოველდღიურად ათასობით ადამიანს აღწევს სოციალურ ქსელებში.

ვეძებთ გამოცდილ, კრეატიულ და პასუხისმგებლობიან სოც.მედია მენეჯერს / კონტენტ კრეატორს, რომელიც ჩაერთვება კომპანიის მარკეტინგულ პროცესებში, შექმნის შედეგზე ორიენტირებულ კონტენტს და უზრუნველყოფს კომპანიის სოციალური მედიის სრულფასოვან მართვას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • კონტენტის და სოციალური მედიის მართვის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • გამოცდილება გაქვთ (Facebook, Instagram, TikTok, LinkedIn და სხვა) სოციალური ქსელების მართის
  • შეგიძლიათ დამოუკიდებლად დაგეგმო კონტენტ სტრატეგია და მისი განხორციელება
  • გაქვთ ვიდეოგადაღებისა და მონტაჟის გამოცდილება
  • კარგად ფლობ Canva-ს, CapCut-სა და Adobe Premiere Pro-ს
  • Meta Ads-ისა და Google Ads-ის კამპანიების დაგეგმვა, მართვა და ოპტიმიზაცია;
  • ხართ კრეატიული, პასუხისმგებლობიანი და შედეგზე ორიენტირებული

ძირითადი მოვალეობები:

  • გადაიღებ და დაამონტაჟებ Reels, TikTok და Shorts ფორმატის ვიდეოებს
  • მართავ კომპანიის Facebook, Instagram, TikTok და სხვა სოციალური მედიის გვერდებს
  • დაგეგმავ კონტენტ კალენდარს და იზრუნებ გვერდების ყოველდღიურ აქტიურობაზე
  • შექმნი პოსტებს, ვიდეოებს, სთორებსა და სარეკლამო კონტენტს
  • დაგეგმავ და განახორციელებ მარკეტინგულ კამპანიებს ბრენდის ცნობადობისა და გაყიდვების ზრდისთვის
  • იმუშავებ აგენტებისა და კომპანიის პერსონალური ბრენდინგის განვითარებაზე
  • გააანალიზებ შედეგებს და მუდმივად იზრუნებ კონტენტის ეფექტურობის გაუმჯობესებაზე

რას მიიღებ ჩვენგან:

  • კონკურენტულ ანაზღაურებას გამოცდილების შესაბამისად
  • ორი განსხვავებული ბრენდის მარკეტინგის მართვის გამოცდილებას
  • კრეატიულ თავისუფლებას იდეების განხორციელებაში
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
  • მეგობრულ, თანამედროვე და სწრაფად მზარდ გარემოს

სამუშაო პირობები: ანაზღაურება: 1000 - 3000 ლარი (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით) სამუშაო საათები: 10:00 - 19:00 სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი ლოკაცია: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 78ა (მეტროსთან)

დაინტერესების შემთხვევაში:

გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე და აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Besthome
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა