სტაციონარის ექთანი
შპს "გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას სტაციონარის ექთნის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი სამუშაო გრაფიკი: ცვლიანი სამუშაო გრაფიკი
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას;
- მხარდამჭერ სამუშაო გარემოსა და ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას;
- გამოცდილ პროფესიონალთა გუნდში მუშაობის შესაძლებლობას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ექიმის დანიშნულებისა და კვლევების ზუსტი, დროული და მაღალი ხარისხით შესრულება;
- შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი (სამედიცინო ბარათები, დანიშნულების ფურცლები და ა.შ.);
- საექთნო მანიპულაციების ჩატარება და პაციენტზე უწყვეტი მეთვალყურეობა;
- ინფექციის კონტროლის ძირითადი პრინციპებისა და უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა;
- უშუალო ხელმძღვანელის მითითებებისა და საქმიანობასთან დაკავშირებული დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- შესაბამისი პროფესიული ან უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება ექთნის პოზიციაზე.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და დისციპლინა;
- სტრესულ გარემოში ეფექტიანად და კონცენტრირებულად მუშაობის უნარი;
- მაღალი კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე Subject-ველში მიუთითეთ: "სტაციონარის ექთანი."
რეზიუმეს გაგზავნით ეთანხმებით, რომ შპს "გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი" დაამუშავებს თქვენს მონაცემებს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში და მხოლოდ დასაქმების მიზნით.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.