სხვადასხვა
"Ensana" აცხადებს ვაკანსიას კურორტ საირმეში
კურორტი "საირმე" ქმნის სივრცეს არა მხოლოდ დასვენებისთვის, არამედ პროფესიული რეალიზაციისთვის. ბუნების გულში, სუფთა ჰაერსა და უნიკალურ გარემოში, სადაც მინერალური წყლები, ტყე, სიმშვიდე და ცხოველთა ბუნებრივი ჰარმონია ერთ მთლიან გამოცდილებად იკვრება.
რებრენდინგის ფარგლებში, ევროპაში უმსხვილესი სამედიცინო, ველნესისა და სპა ბრენდი — Ensana Health Spa Hotels კურორტ საირმეში ოპერირებას იწყებს სამ ობიექტზე: Ensana Sairme North, Ensana Sairme Southt და Ensana Sairme Springs. Ensana ცნობილია ბუნებრივი სამკურნალო რესურსების თანამედროვე სამედიცინო ექსპერტიზასთან შერწყმით ისეთ ისტორიულ სპა ქალაქებში, როგორიცაა უნგრეთი, ჩეხეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, დიდი ბრიტანეთი და სხვა.
ჩვენი გუნდი აერთიანებს ადამიანებს, ვისაც სჯერა, რომ სტუმარზე ზრუნვა იწყება გარემოზე ზრუნვით, ხოლო ხარისხიანი სერვისი — გულწრფელი დამოკიდებულებით.
თუ გსურს იმუშაო ადგილას, სადაც ყოველდღე ბუნება გაძლევს ენერგიას, სიმშვიდე კი გაძლევს ფოკუსს — ეს შესაძლებლობა შენთვისაა.
საერთაშორისო ბრენდი "Ensana" ეძებს მოტივირებულ და პროფესიონალ თანამშრომლებს და თუ გსურს პროფესიული ზრდა და იმუშაო გარემოში, სადაც ხარისხი, სტუმარზე ზრუნვა და ბუნების პატივისცემა უმთავრესი ღირებულებებია — ეს ვაკანსია შენთვისაა და გელოდებით ჩვენს გუნდში.
ვაკანსიის დასახელება: სხვადასხვა
ადგილმდებარეობა: კურორტი საირმე, საქართველო
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ვაკანსიები შემდეგ პოზიციებზე:
** შეფ დე პარტი
** დემი შეფი
** მთავარი სტიუარდი
** მთავარი კონდიტერი
** კვებისა და სასმელების მენეჯერი
** კვებისა და სასმელების სუპერვაიზერი
** კაპიტანი
** მასპინძელი/ჰოსტესი
** ბარის მენეჯერი
** ბარმენი
** მიმტანი
** დასუფთავების სამსახურის სუპერვაიზერი
** დასუფთავების სამსახურის კოორდინატორი
** მიღება-განთავსების სუპერვაიზერი
** მიღება-განთავსების ცვლის უფროსი
** მიღება-განთავსების რეგისტრატორი
** სპა ცენტის სუპერვაიზერი
** სპა ცენტრის რეგისტრატორი
** სტილისტი
** მანიკურისა და პედიკურის სპეციალისტი
** მასაჟისტი
** დაცვის ცვლის უფროსი
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს განვითარებად კომპანიაში
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** კონკურენტულ ანაზღაურებას
კომპანიის ბენეფიტი:
** ტრანსპორტირება
** დაზღვევა
** უფასო კვება
"გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, უფლებამოსილებას გვანიჭებთ, ჩვენთვის მოწოდებული პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტები დავამუშავოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა მსგავსი ვაკანსიების ფარგლებში და შევინახოთ ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და ჰოლდინგის შიდა რეგულაციების შესაბამისად, არაუმეტეს 3 წლის ვადით."
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე:. სათაურის ველში მიუთითეთ: შესაბამისი პოზიციის სახელწოდება.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.