8809 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

46DKSKTJ გამოქვეყნდა 29 სექ 14 ნახვა

European Fertility Clinic

European Fertility Clinic

სუროგატების და დონორების პროგრამების კოორდინატორი

European Fertility Clinic გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი მედიცინა / ფარმაცია
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 30 ოქტ

ვაკანსია — სუროგატების და დონორების პროგრამების კოორდინატორი

საერთაშორისო რეპროდუქციული მედიცინის მიმართულებით მომუშავე კომპანია ეძებს აქტიურ, პასუხისმგებლიან და კომუნიკაბელურ თანამშრომელს, რომელიც ჩაერთვება სუროგატების და დონორების მართვასა და კანდიდატებთან კომუნიკაციაში.

ძირითადი მოვალეობები:

  • სუროგატი დედებისა და დონორების კანდიდატებთან ყოველდღიური კომუნიკაცია;
  • ახალი ლიდების დროული დამუშავება და მათზე პასუხების გაცემა;
  • კანდიდატების პირველადი ინფორმაციის შეგროვება და კითხვარების მართვა;
  • კანდიდატების პროგრამის პირობებთან გაცნობა;
  • კანდიდატების სტატუსების კონტროლი და ინფორმაციის განახლება;
  • ექიმებთან და კლინიკის სხვა თანამშრომლებთან კოორდინაცია;
  • ვიზიტების, გამოკვლევებისა და პროგრამის ეტაპების ორგანიზება;
  • კანდიდატების პროცესის ეტაპობრივად მართვა და მათთან მუდმივი უკუკავშირის შენარჩუნება;
  • საჭირო ინფორმაციის სწორად და დროულად გადაცემა მენეჯმენტისთვის;
  • WhatsApp-ისა და სხვა საკომუნიკაციო არხების აქტიურად გამოყენება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია:

  • რუსული ენის კარგი ცოდნა — აუცილებელია;
  • ქართული ენის კარგი ცოდნა;
  • ინგლისურის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა და ადამიანებთან მარტივად ურთიერთობის უნარი;
  • აქტიურობა და ინიციატივიანობა;
  • სწრაფად პასუხისა და რამდენიმე პროცესის პარალელურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ყურადღება;
  • სტრესულ სიტუაციებში მშვიდად მუშაობის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა და მოტივაცია;

გამოცდილება:

სასურველია კანდიდატს ჰქონდეს გამოცდილება კლიენტებთან/პაციენტებთან კომუნიკაციის, გაყიდვების, ქოლ-ცენტრის, HR-ის, ადმინისტრირების, სამედიცინო სფეროს ან მსგავს პოზიციაზე.

რეპროდუქციული მედიცინის, სუროგაციის ან დონაციის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა აუცილებელი პირობა არ არის.

პიროვნული თვისებები:

ვეძებთ ადამიანს, რომელიც არ დაელოდება მხოლოდ დავალების მიღებას და თავადაც შეძლებს პროცესის კონტროლს — დროულად დაუკავშირდება კანდიდატს, გადაამოწმებს ინფორმაციას, შეახსენებს საჭირო ნაბიჯებს და პასუხისმგებლობას აიღებს საკუთარ მიმართულებაზე.

რას გთავაზობთ:

  • სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • fitpass;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • საინტერესო და დინამიკურ სფეროში მუშაობას;
  • გუნდურ გარემოს;

სამუშაო ადგილი: თბილისი, ორთაჭალა/კრწანისის რაიონი, 33 კრწანისის II შესახვევი დასაქმება: სრული განაკვეთი

თუ დაინტერესებული ხართ ამ ვაკანსიით, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
European Fertility Clinic
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა