8800 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

46TSPA4N გამოქვეყნდა 11 სექ 2 ნახვა

თიბისი კონცეპტის კაფე

თიბისი კონცეპტის კაფე

მზარეული - დემი შეფი

თიბისი კონცეპტის კაფე გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი კვება / რესტორნები
₾1700 / თვეში ბოლო ვადა:

"თიბისი კონცეპტის კაფე" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის - დემი შეფის პოზიციაზე.

მარჯანიშვილის ისტორიულ შენობაში, "თიბისი კონცეპტმა" ახალი შესაძლებლობებისთვის სრულიად განსხვავებული მულტიფუნქციური სივრცე შექმნა. სივრცე თიბისის განახლებული პერსონალური საბანკო მომსახურების კონცეფციის ნაწილია, რომელშიც გაერთიანებულია საგამოფენო და საპრეზენტაციო დარბაზები, ბიბლიოთეკა, კაფე, საერთო-სამუშაო სივრცე, თვითმომსახურებისა და პერსონალური საბანკო მომსახურების ზონები.

ძირითადი მოვალეობები:

** სამზარეულოში მიმდინარე ყოველდღიურ პროცედურებში, მონაწილეობის მიღება.

** პროდუქტის შემადგენლობებისა და მომზადების წესების სრულყოფილად ცოდნა.

** მაღალი ხარისხის, გემოსა და ვიზუალის მქონე კერძების მომზადება.

** საკვების დახარისხების, შენახვის უზრუნველყოფა, წესების მიხედვით.

** სამზარეულოში არსებული სტანდარტების დაცვა.

** HACCP სტანდარტების დაცვა.

** ქეითერინგული კერძების მომზადებაში მონაწილეობის მიღება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

** გუნდური მუშაობის უნარი;

** კარგი კომუნიკაციის უნარი;

გრაფიკი: კვირაში 5 დღე/დღეში 8 +1 საათი

ანაზღაურება: 1700₾ ნეტი

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას

** კვებას

** ფიტპასს

** პროფესიულ განვითარებას

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ CV გამოაგზავნოთ მეილზე: და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება.

გაცნობებთ, რომ სს "თიბისი კონცეპტი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს "თიბისი კონცეპტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი *1998

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
თიბისი კონცეპტის კაფე
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა