გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

4CPV3MCG გამოქვეყნდა 13 ნოე 2 ნახვა

რეგიონული მენეჯერის მოადგილე

ფინბიურო გარე განცხადება
შეთანხმებით შესვლა და განაცხადი

გამოქვეყნდა 13 ნოე (დარჩა 31 დღე) ბოლო ვადა: 14 დეკ

"ფინბიურო" სასესხო ვალდებულებების მართვის სფეროში მუშაობს 2015 წლიდან. ორგანიზაციის ძირითადი მიმართულება სუბიექტების ეკონომიკური გაჯანსაღებაა, ამ მიზნით შეისყიდის სასესხო პორტფელებს ბანკებისა და მიკროსაფინანსოებისგან.

"ფინბიურო" აერთიანებს 18 ფილიალსა და 800-ზე მეტ თანამშრომელს.

"ფინბიურო" აცხადებს ვაკანსიას რეგიონალური მენეჯერის მოადგილის პოზიციაზე თბილისის რეგიონში.

სამუშაო განაკვეთი: სრული სამუშაო ადგილი: თბილისი ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

ფუნქცია-მოვალეობები

  • ჯგუფების შესასრულებელი გეგმების მიხედვით, ჯგუფების მიხედვით ინდივიდუალური გეგმების განსაზღვრა და შესრულების მონიტორინგი;
  • ვიზიტების დაგეგმვა, ჯგუფებში შესრულების მონიტორინგი, ვიზიტების ბიუჯეტის კონტროლი;
  • მოსალოდნელი შედეგების ყოველდღიური კონტროლი;
  • სტანდარტიზაციის მიხედვით მუშაობის მონიტორინგი და შეფასებების უკუკავშირში ჩართულობა;
  • როტაციის პროცესში ჩართულობა საჭიროებიდან გამომდინარე;
  • დაქვემდებარებულ თანამშრომლებთან და უშუალო ხელმძღვანელთან გეგმური შეხვედრა/ქოლი გაიდლაინის მიხედვით;
  • არაგეგმური რეპორტინგის წარმოება უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული მითითებების მიხედვით;
  • რეგიონის ჭრილში ყოველთვიური ანალიზი/რეპორტინგი შესრულებული სამუშაოს მიხედვით;
  • პრობლემურ მსესხებლებთან კომუნიკაცია საჭიროებიდან გამომდინარე;
  • გუნდის წევრებისთვის კომპანიაში მიმდინარე პროცესებისა და სიახლეების მიწოდება/დროული ინფორმირება; განვითარებასა და სამუშაოს შესრულების ხარისხის ზრდაზე ზრუნვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • აუცილებელია საფინანსო სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა; (MS Word; MS Excel; MS Outlook).

კომპეტენციები და უნარები

  • გუნდის მართვის და გუნდში მუშაობის უნარი;
  • ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი; დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
  • სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება;
  • გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე და სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "რეგიონული მენეჯერის მოადგილე", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა