სამეურნეო სამსახურის სპეციალისტი
კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. კომპანიის უმთავრესი ღირებულება ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოებასთან ერთად, ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობა, მათ განვითარებაზე ზრუნვა და ერთობლივი მიზანსწრაფვაა.
დღეს "მადარტის" გუნდი 1000-მდე თანამშრომელს აერთიანებს წარმოების, ხარისხის, ფინანსების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების, გაყიდვების, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საოპერაციო და ლოჯისტიკის მიმართულებით.
თუ შენი მიზანია შექმნა შენი წარმატების ისტორია, ჩვენ დაგეხმარებით მიზანი აქციო რეალობად, მოგცემთ განვითარების და შენი უსაზღვრო შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას.
გახსოვდეს - ჩვენ ვიბადებით შეუჩერებლები!
დაგვიმეგობრდი: https://www.facebook.com/madartcareer გაგვიცანი უკეთ: https://madart.ge/
კომპანია "მადარტი" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე!
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვარკეთილი სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე ანაზღაურება: 2500-2800 ლარი
შერჩევის პროცესი დაიწყება რეზიუმეების მიღებისთანავე, ამიტომ ნუ გადადებ!
აღნიშნულ პოზიციაზე მოსახვედრად შენ გევალება გაიარო შერჩევის შემდეგი ეტაპები:
- გასაუბრება HR სპეციალისტთან;
- სტაჟირების ეტაპი ფილიალში.
ძირითადი კომპეტენციები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1-2-წლიანი გამოცდილებას;
- პროფესიულ ან უმაღლეს განათლებას ტექნიკური ინჟინერიის მიმართულებით.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- წარმოების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
- კონკრეტულ ფილიალში მანქანა-დანადგარების სრულყოფილი და შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;
- მანქანა-დანადგარების კაპიტალური, მიმდინარე და გაუთვალისწინებელი სარემონტო სამუშაოების შესრულება;
- კომპანიაში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის მართვის ინტეგრირებული.
სისტემის დანერგვის მიზნით აუცილებელი პროცესების/პროცედურების შემუშავებასა და განხორციელებაში აქტიური მონაწილეობა.
ჩვენ ასევე გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- Fitpass-ით სარგებლობას;
- პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას;
- უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს.
შერჩევის ბოლო ეტაპიდან არაუგვიანეს 2 კვირისა, კანდიდატს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება უკუკავშირი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.
რეზიუმეების მიღება განხორციელდება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე
CV-ს გამოგზავნით ან/და აპლიკაციის შევსებით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები CV-ს გამოგზავნიდან ან/და აპლიკაციის შევსებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი ვაკანსიები განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და მიმდინარე ვაკანსიის დახურვის შემთხვევაში, დაგიკავშირდეთ მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც მოხდება ვაკანსიის განახლება. იმ შემთხვევაში, თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ, აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები, თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე.
გისურვებთ წარმატებას!
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.