Kazan

İnsanları findjobs.ge'ye getirin, ödediklerinin %5⁠–⁠25 kadarını kazanın. Başlamak ücretsiz, ödeme sonuca göre.

← Tüm iş ilanları

4DRBKKNN 10 Kas tarihinde yayınlandı 5 görüntüleme

საზღვაო მიმართულების ლოგისტიკის მენეჯერი

₾3000 / ay 11 Ara tarihine kadar başvurun
Oturum açın ve başvurun

"Caucas Transport Solutions" (CTS) არის გერმანული სატრანსპორტო ჰოლდინგის წარმომადგენელი საქართველოში და ოპერირებს ბაზარზე 2012 წლიდან. კომპანია აერთიანებს სატრანსპორტო და ექსპედიტორ კომპანიებს. ახორციელებს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გადაზიდვებს, ასევე სხვადასხვა მასშტაბის ლოგისტიკურ პროექტებს საერთაშორისო მიმართულებებით.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: საზღვაო მიმართულების ლოგისტიკის მენეჯერი

ძირითადი მოვალეობები

  • მიღებული სატრანსპორტო მოთხოვნების დამუშავება და კონკურენტული საფასო შეთავაზებების მომზადება;
  • საზღვაო ფრახტების დათვლა, ტარიფების ანალიზი და სატრანსპორტო ხარჯების გაანგარიშება;
  • საზღვაო ხაზებთან, აგენტებთან და პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაცია;
  • ბუქინგების ორგანიზება და გადაზიდვის პროცესის სრული კოორდინაცია;
  • დადასტურებული შეკვეთების შესრულება წინასწარ შეთანხმებული პირობების შესაბამისად;
  • მიმდინარე გადაზიდვების მონიტორინგი და ტვირთების გადაადგილების სრული ციკლის კონტროლი;
  • კლიენტებისთვის ტვირთის სტატუსისა და სავარაუდო ჩასვლის ვადების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • სატრანსპორტო, საბაჟო და კომერციული დოკუმენტაციის მომზადება და კონტროლი;
  • შეკვეთებისა და ოპერაციების ERP/CRM სისტემაში აღრიცხვა;
  • პარტნიორ აგენტებთან, გადამზიდავებთან და შიდა დეპარტამენტებთან კოორდინაცია;
  • ახალი პარტნიორების მოძიება და საქმიანი ურთიერთობების განვითარება;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშებისა და რეპორტების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება;
  • საერთაშორისო ლოგისტიკის ან ექსპედირების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • საზღვაო გადაზიდვების მიმართულებით მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
  • ფრახტების დათვლისა და ბუქინგების ორგანიზების გამოცდილება;
  • საერთაშორისო გადაზიდვების პროცესებისა და დოკუმენტბრუნვის ცოდნა;
  • სატრანსპორტო და საბაჟო დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
  • MS Office-ის პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის კარგი ცოდნა;
  • ERP/CRM სისტემებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე (აუცილებელია);
  • რუსული ენის ცოდნა (სასურველია);
  • სარკინიგზო ან/და საჰაერო გადაზიდვების მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები

  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • რამდენიმე პროცესის პარალელურად მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობისა და კოორდინაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ

  • ანაზღაურება 3000 ლარიდან (განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად) + საბონუსე სისტემა;
  • დამატებით საბონუსე სისტემას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კორპორატიულ ტელეფონსა და სასაუბრო პაკეტს;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • მეგობრულ და თანამშრომელზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 - 18:00 სამუშაო ადგილი: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქ. 145, HOB ბიზნეს ცენტრი, V სართული.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე.

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "საზღვაო მიმართულების ლოგისტიკის მენეჯერი".

დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ იხილეთ: https://www.cts.ge

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Şu an tehlikede misiniz? 112'yi arayın.

Kazan Bu işin uyacağı birini tanıyor musunuz?Kendi bağlantınızla gönderin: katılıp başvuran arkadaşlar size puan kazandırır, onaylanmış ortaklar para kazanır. Bizimle kazanın →
Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz