9,163 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

4F2DS3BP გამოქვეყნდა 25 სექ 4 ნახვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

არქივების განყოფილების უფროსი ბიბლიოთეკარი

თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შესვლა და განაცხადი
₾1130 / თვეში ბოლო ვადა: 3 ოქტ

სსიპ-"ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი" აცხადებს კონკურსს ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და უახლესი პერიოდის ისტორიის არქივების განყოფილების უფროსი ბიბლიოთეკარის (უფროსი სპეციალისტი) შტატგარეშე პოზიციაზე (1 ვაკანსია) კანდიდატის შესარჩევად.

ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და უახლესი პერიოდის ისტორიის არქივების განყოფილების უფროსი ბიბლიოთეკარის (უფროსი სპეციალისტი) შტატგარეშე პოზიციაზე ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1130 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით), სამუშაო საათები — 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.

აპლიკანტს მოეთხოვება:

  • ბაკალავრის აკადემიური ხარისხი / პროფესიული განათლება;
  • უნივერსიტეტში მოქმედი რეგულაციების ცოდნა პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე: საქართველოს კანონი "უმაღლესი განათლების შესახებ"; საქართველოს კანონი "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ"; საქართველოს კანონი საბიბლიოთეკო საქმის შესახებ, უნივერსიტეტის წესდება, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დებულება.

აპლიკანტს უნდა ჰქონდეს:

  • კომპიუტერული უნარები;
  • გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

სსიპ-"ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის" ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და უახლესი პერიოდის ისტორიის არქივების განყოფილების უფროსი ბიბლიოთეკარის (უფროსი სპეციალისტი) შტატგარეშე პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შესრულება:

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პერიოდში შექმნილი საბიბლიოთეკო-საარქივო დოკუმენტების შესწავლა და დამუშავება;
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ პუბლიკაციების, საგანმანათლებლო-სამეცნიერო მასალების დამუშავება და შენახვა;
  • საბიბლიოთეკო - საარქივო ფონდების აღწერა, შესწავლა და სამეცნიერო კვლევის ხელშეწყობა;
  • განყოფილების გამგესთან და თანამშრომლებთან ერთად გამოფენების, პუბლიკაციებისა და გამოცემების მომზადება;
  • განყოფილების გამგესთან და თანამშრომლებთან ერთად სტუდენტური კონფერენციების მომზადება და გამართვა;
  • საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან დაკავშირებით არსებული არაქართულენოვანი ლიტერატურის თარგმნა და საგამომცემლოდ მომზადება, საჭიროების შემთხვევაში ქართულენოვანი ტექსტების უცხო ენაზე თარგმნა;
  • ელექტრონულ კატალოგში საბიბლიოთეკო დოკუმენტების მონაცემების შეტანა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:

  • განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
  • CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
  • განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები;
  • პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
  • პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან / ცნობა სამსახურიდან და სხვ.);
  • კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ".

კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად საბუთების გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად.

მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2026 წლის 28 სექტემბრიდან 2026 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით 15:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე. სათაურის ველში უნდა მიეთითოს "სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და უახლესი პერიოდის ისტორიის არქივების განყოფილების უფროსი ბიბლიოთეკარი (უფროსი სპეციალისტი)".

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა