8824 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

4F9BR9D3 გამოქვეყნდა 25 აგვ 0 ნახვა

გაყიდვების მენეჯერი

TNET გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

შემოუერთდი "TNET"-ის გუნდს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე!

https://www.tnet.ge

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის 129ა; სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00-19:00.

შენი როლი "თინეთში":

** პოტენციური კლიენტების მოძიება და ახალი ბიზნესშესაძლებლობების იდენტიფიცირება; ** მომხმარებლებთან შეხვედრების დაგეგმვა, საჭიროებების შესწავლა და შესაბამისი შეთავაზებების მომზადება; ** გაყიდვების პროცესის სრული ციკლის მართვა — პირველი კონტაქტიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე; ** არსებულ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარება და მხარდაჭერა; ** კომერციული შეთავაზებების, ხელშეკრულებებისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება; ** გაყიდვების რეპორტინგი და შედეგების ანალიზი; ** ბაზრისა და კონკურენტული გარემოს მონიტორინგი.

ეს ვაკანსია შენთვის საინტერესოა, თუ:

** გაქვს გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება (B2B გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად); ** გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და მოლაპარაკებების წარმატებით წარმართვა; ** შეგიძლია დამოუკიდებლად დაგეგმო და მართო გაყიდვების პროცესი; ** ხარ შედეგზე ორიენტირებული, პროაქტიული და პასუხისმგებლობიანი; ** ფლობ Excel-სა და MS Office-ის პროგრამებს; ** CRM სისტემაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

თინეთში დაგხვდება:

** ცოდნის გაზიარებისა და უწყვეტი სწავლების კულტურა; ** ინოვაციებზე, ზრდაზე ორიენტირებული გუნდი; ** მრავალფეროვანი, თანასწორი და ინკლუზიური ფასეულობები; ** სრული მხარდაჭერა შენი განვითარების გზაზე; ** ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც მოსვლისთანავე გაგიაქტიურდება; ** კორპორატიული შეთავაზებები ჯანსაღი ცხოვრების სტილისთვის და შენი კომფორტისთვის; ** მოქნილი სამუშაო გარემო.

თუ გსურს, რომ შემოუერთდე საქართველოში ყველაზე დიდ ციფრულ ეკოსისტემას, გამოგვიგზავნე რეზიუმე და სათაურში მიუთითე ვაკანსიის დასახელება: hr@tnet.ge

პერსონალური მონაცემების დაცვა:

შპს "თინეთი" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ:

** თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით; ** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც შპს "თინეთი" ამუშავებს თქვენს შესახებ; ** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის მოგვმართეთ ელფოსტაზე: personaldata@tnet.ge; ** რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

დისკრიმინაციის წინააღმდეგ პოლიტიკა:

შპს "თინეთი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
TNET
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის