7962 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

4G6G1DQE გამოქვეყნდა 25 აგვ 1 ნახვა

საცალო გაყიდვების უფროსი მენეჯერი

გლობალ ბენეფიტს ჯორჯია via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
₾500–800 / თვეში ბოლო ვადა:

სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების უფროსი მენეჯერის პოზიციაზე.

სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ -ინოვატორული ხედვის მქონე რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს. დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: www.benefits.ge

მისამართი: 0108 თბილისი, რ. ლაღიძის N 8 სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 09:30 – 18:30 ანაზღაურება: ფიქსირებული + კვარტალური ბონუსი

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა: - აქტიური მონაწილეობა ფიზიკური პირი მომხმარებლების მოძიებაში სხვადასხვა არხის (ტელეფონი, შეხვედრები, რეკომენდაციები, ციფრული პლატფორმები) გამოყენებით; - გაყიდვების პროცესის სრული ციკლის მართვა – პირველადი კონტაქტიდან (KYC) პოლისის გაფორმებამდე; - მომხმარებლის საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი სადაზღვევო გადაწყვეტილებების შეთავაზება; - კომპანიაში არსებული სადაზღვევო პროდუქტების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება კლიენტებისთვის; - ინდივიდუალური გაყიდვების გეგმების შესრულება; - აქტიური მონაწილეობა გაყიდვების სტიმულირების პროგრამებში, აქციებსა და კამპანიებში;

რას ვითხოვთ: - მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება სადაზღვევო სფეროში; - სასურველია უცხო ენების ცოდნა; - კომპიუტერული პროგრამების ფლობა (Microsoft Office);

რას გთავაზობთ: - საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს; - მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს; - ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან; - პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას; - ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად; - ჯანმრთელობის დაზღვევას; - ულიმიტო სასაუბრო დროს; - გამოსაცდელი ვადის წარმატებით გასვლის შემდეგ ყოველ კვარტალში 1 თავისუფალ სამუშაო დღეს (Day Off); - კომპანიის მიერ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას; - დამატებით ფულად კომპენსაციას 500-800 ლარის ოდენობით განსაკუთრებულ შემთხვევებში;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადახვიდეთ ლინკზე და გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: https://benefits.selfrecruit.ge/s/FwSKY გისურვებთ წარმატებას!

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
გლობალ ბენეფიტს ჯორჯია
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა