გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

4HJKGRBW გამოქვეყნდა 12 ნოე 5 ნახვა

უსაფრთხოების ოფიცერი

GLI

GLI

GLI გარე განცხადება
ბათუმი სრული განაკვეთი დაცვა / უსაფრთხოება
₾1200 / თვეში ბოლო ვადა: 21 ნოე
ორიგინალზე გადასვლა ↗
დაზღვევა · განცხადებაში

ტურინვესტ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების ოფიცრის პოზიციაზე ბელვიუ რეზიდენს ბათუმში (რუსთაველის #40)

ჩვენ ვქმნით გარემოს რომელიც თავად ზრუნავს ადამიანებზე!

ამ პოზიციაში თქვენი ძირითადი როლი იქნება შენობა/ობიექტებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

ძირითადი მოვალეობები

  • შენობა/ობიექტების, საერთო სარგებლობის სივრცეებისა და გარე პერიმეტრის კონტროლი, კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
  • კომპანიის კუთვნილებაში არსებული ტერიტორიის პერიოდული შემოვლა/დათვალიერება;
  • გამოავლინოს და აღმოფხვრას შემოწმების პროცესში აღმოჩენილი დარღვევების გამომწვევი მიზეზები; გაატაროს პრევენციული ღონისძიებები;
  • იყოს პასუხისმგებელი სამუშაო პროცესში მიღებული და არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე;
  • მოახდინოს კამერების მონიტორინგი ;
  • ნებისმიერ ფორს-მაჟორულ სიტუაციაში მოახდინოს სწრაფი რეაგირება და შესაბამის სამსახურებთან დაუყოვნებლივ დაკავშირება;
  • კონფლიქტური სიტუაციების მართვა;
  • შიდა წესების დარღვევის შემთხვევაში, შეადგინოს მოკლე და ზუსტი მოხსენება და ინფორმაცია გადასცეს უშუალო ხელმძღვანელს ;
  • უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობის უშუალო დავალებების შესრულება;

ძირითადი მოთხოვნები

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ორგანიზებული;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო პირობები: ადგილმდებარეობა: ბათუმი, რუსთაველის #40 სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი ანაზღაურება: 1200

გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს:

  • კვებითი უზრუნველყოფა
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • 50%-იანი ფასდაკლება ჰილტონ ბათუმის: Nephele Sky Bar, Tandila Lobby Bar, რესტორან "Pelion", Eforea Spa
  • 70%-იანი ფასდაკლება საბაგირო გზაზე „არგო“
  • ფასდაკლება რესტორან „არგო“-ში
  • 50%-იან ფასდაკლებას Hampton by Hilton Batumi Center -ში;
  • 20%-იან ფასდაკლებას რესტორან რუსთაველში;

კომპანიის შესახებ

  • ტურინვესტ ჯგუფი საქართველოში ოპერირებს 2008 წლიდან და 200 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. კომპანიის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს:
  • მშენებლობასა და უძრავი ქონების მართვას
  • სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირებას
  • ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვას
  • საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობას

დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რაც ტურინვესტ ჯგუფს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად აქცევს რეგიონში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა განვითარებასა და პროფესიულ წინსვლას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_nuvhv/

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანია ტურინვესტ ჯგუფი მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა