მიღება განთავსების ადმინისტრატორი
სასტუმრო შერატონ ბათუმი აცხადებს ვაკანსიას მიღება განთავსების ადმინისტრატორის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები - მომხმარებლების მიღება, ვიზიტის დეტალების დაზუსტება; - სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა, ვიზიტების რეგისტრაცია; - სალაროს მართვა; - ხელმძღვანელის უშუალო მითითების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - სასურველია უმაღლესი განათლება; - სასურველია ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; - აუცილებელია, ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. სხვა რომელიმე დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
პიროვნული მახასიათებლები: - მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა; - პასუხისმგებლობის გრძნობა; - გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი; - გუნდური მუშაობის უნარი; - დეტალებზე ორიენტირებულობა.
სასტუმრო შერატონ ბათუმი, პირველი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო აჭარის რეგიონში, გაიხსნა 2010 წელს. ჩვენ ვართ პირველი ბრენდირებული სასტუმრო, რომელიც წარმოადგენს სტუმართ მასპინძლობის მაგალითს და დღემდე წარმატებით ოპერირებს შრომის ბაზარზე.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: hr.sheratonbatumi@marriott.com აუცილებლად მიუთითეთ რა პოზიციაზე აკეთებთ განაცხადს. გისურვებთ წარმატებას