8893 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

4KA9PEZ0 გამოქვეყნდა 25 აგვ 1 ნახვა

მოლარე/ბარისტა

სინაბონი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

სინაბონი არის საერთაშორისო ქსელის კაფე-საცხობი, რომელიც დღესდღეობით წარმოდგენილია 45 ქვეყანაში 1500-ზე მეტი ფილიალით, მისი ძირითადი პროდუქტი არის დარიჩინის როლი, რომელიც მზადდება ნაზი ცომის, ლეგენდარული მაკარა-დარიჩინის, საფირმო ნაღებისა და კრემ-ყველის კომბინაციით.

"სინაბონი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ბარისტას პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: 6-საათიანი ცვლები — 10:00-16:00 ან 16:00-22:00

ლოკაცია: სითი მოლი, ვაჟა-ფშაველა #70

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის სწრაფი და თავაზიანი მომსახურება

** შეკვეთების მიღება და გადახდების განხორციელება (ნაღდი/ბარათი)

** ყავისა და სხვა სასმელების მომზადება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად

** სალარო ოპერაციების სწორად წარმართვა

** სამუშაო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არ არის სავალდებულო, თუმცა ჩაითვლება უპირატესობად

** კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

** გუნდში მუშაობის უნარი

** დეტალებზე ორიენტირებულობა

** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს

** მოქნილ სამუშაო გრაფიკს

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას

გახდი ჩვენი გუნდის წევრი

გამოაგზავნე შენი მონაცემები ელექტრონულ ფოსტაზე: და სათაურის ველში (subject) მიუთითე ვაკანსიის დასახელება "მოლარე-ბარისტა"

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
სინაბონი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის