პირადი მძღოლი / დამხმარე
ვეძებ გამოცდილ, პასუხისმგებლიან და სანდო პირად მძღოლს/დამხმარეს გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის.
პოზიცია მოიცავს როგორც პირადი მძღოლის ფუნქციებს, ასევე ყოველდღიურ გადაადგილებასა და გარკვეულ პირად საჭიროებებში დახმარებას.
ძირითადი მოვალეობები:
** უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების უზრუნველყოფა;
** თბილისში და საჭიროების შემთხვევაში ქალაქგარეთ მგზავრობა;
** ავტომობილში ჩაჯდომა-გადმოსვლისა და გადაადგილებისას ფიზიკური დახმარება;
** საჭიროების შემთხვევაში ჩაცმა-გახდაში დახმარება;
** პირადი ნივთებისა და ჩანთების გადატანაში დახმარება;
** ყოველდღიური მცირე პირადი და საორგანიზაციო დავალებების შესრულება;
** ავტომობილის სისუფთავისა და ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი.
მოთხოვნები:
** პირად ან ოჯახის მძღოლად მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
** B კატეგორიის მოქმედი მართვის მოწმობა;
** თბილისის ქუჩებისა და მარშრუტების კარგი ცოდნა;
** უსაფრთხო და მშვიდი მართვის სტილი;
** კარგი ფიზიკური შესაძლებლობები, რადგან სამუშაო მოიცავს გადაადგილებაში დახმარებას;
** პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა;
** თავაზიანობა და კომუნიკაბელურობა;
** კონფიდენციალურობისა და პირადი სივრცის დაცვა;
** რეკომენდაციის არსებობა ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო ადგილი: თბილისი
დასაქმება: გრძელვადიანი
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
ანაზღაურება: 2, 500 ლარი
ვეძებ სტაბილურ, ყურადღებიან და სანდო ადამიანს, რომელიც დაინტერესებულია გრძელვადიანი თანამშრომლობით.
საკონტაქტო ელფოსტა:
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.