შინმოვლის მედდა
"საქართველოს კარიტასი" აცხადებს ვაკანსიას შინმოვლის მედდის პოზიციაზე.
პროგრამა/პროექტი: დასავლეთ საქართველოს პროგრამა
დასაქმების ტიპი: ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: 50% განაკვეთი
ვაკანსია ღიაა: ყველა დაინტერესებული პირისთვის
ხანგრძლივობა: გრძელვადიანი, სამთვიანი გამოსაცდელი ვადის პირობით;
ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, ნიუპოტრის 10
სამუშაო მიზანი: პროგრამის ექთანი პასუხისმგებელია პროექტის გათვალისწინებული მოვალეობების ეფექტურ და დროულ შესრულებაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ბინაზე ავადმყოფების მონახულება;
- ავადმყოფისათვის პროფილაქტიკური, სამკურნალო, ჰიგიენური და რეაბილიტაციური მომსახურების მიწოდება შესაბამისის სტანდარტის გათვალისწინებით.
- ექიმის დანიშნულების კვალიფიციურად შესრულება
- ავადმყოფთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ღონისძიებების განხორციელება (ინდივიდუალური მოვლის გეგმის შემუშავება პროექტის კოორდინატორთან ერთად, კვირის მუშაობის გრაფიკის შემუშავება, ინფორმაციის მომზადება და წარდგენა),
- პაციენტების ინტერესების ადვოკატირება.
- პაციენტებისა და არაფორმალური მომვლელების ინფორმირება პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
- პაციენტის მოვლისა და სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება
- შინ მოვლის სამსახურის თანამშრომელთა ყოველკვირეულ შეხვედრებში მონაწილეობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება: ექთნის კვალიფიკაცია
- გამოცდილება: სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 2 წელი
პიროვნული თვისებები
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარ-ჩვევები, კრიზისული სიტუაციების მართვის გამოცდილება
- კომუნიკაციის კარგი უნარები, გუნდში მუშაობის გამოცდილება
- წერითი და ანალიტიკური უნარები
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა
სასურველია: რუსული ენის ცოდნა
ჰონორარი/ ხელფასი: საქართველოში არსებული მსგავსი პოზიციების ხელფასების ოდენობასა და გამოცდილებზე დაყრდნობით.
განაცხადის შეტანა:
სათანადო კვალიფიკაციის მქონე კანდიდატებს ეძლევათ საშუალება გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ელმისამართზე:
გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიცია.
"საქართველოს კარიტასი" მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 22/09/2026
ორგანიზაციის შესახებ: "საქართველოს კარიტასი" არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. "საქართველოს კარიტასის" მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.
მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს:
http://www.caritas.ge;
https://www.facebook.com/CaritasGeorgiaSakartvelo
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.