სასტუმროს ადმინისტრატორი
სასტუმრო "მუხრანთუბანი", რომელიც მდებარეობს თბილისის ისტორიულ უბანში, აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე.
პირობები:
** მუშაობის გრაფიკი: 2 დღისა და 2 ღამის (12-საათიანი სამუშაო ცვლა), საშუალოდ თვეში 15 ცვლა;
** კვებით უზრუნველყოფა;
** დაზღვევა;
** ხელფასი: 1200₾ (80₾ 1 ცვლა) + ბონუსი.
** მისამართი: ნ. ბარათაშვილის 23 (თავისუფლების მეტროსთან ახლოს)
სასურველი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** სასურველია სასტუმროში ადმინისტრატორად მუშაობის მინ. 1-წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** Fina-ს სასტუმროს პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ.
მოვალეობები:
** სტუმრების მიღება და განთავსება;
** ჯავშნების განხორციელება;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება;
** მენეჯმენტის დავალებების შესრულება;
** სტუმართან ანგარიშსწორების წარმოება;
** სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.
** BOOKING-ის ჯავშნების მიღება, კონტროლი;
** MAIL-ების კონტროლი და პასუხის გაცემა.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ფოტოსთან ერთად ელფოსტის მისამართზე და სასათაურო ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.