9315 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

4RSBHB91 გამოქვეყნდა 27 ოქტ 19 ნახვა

ფარმა სთორი

ფარმა სთორი

კონტენტ მენეჯერი

ფარმა სთორი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 25 ნოე

ესთეტიკური მედიცინის ბაზარზე ლიდერი სადისტრიბუციო კომპანია "ფარმა სთორი" აცხადებს ვაკანსიას კონტენტ მენეჯერის პოზიციაზე, რომელის ძირითადი პასუხისმგებლობაა: ბრენდების ციფრული პოზიციონირების გაძლიერება, პროფესიონალური აუდიტორიის ჩართულობის ზრდა და გაყიდვების მხარდაჭერა სტრატეგიული კონტენტის საშუალებით.

სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 5 სამუშაო დღე, 40 საათი სამუშაო ლოკაცია: საბურთალო, გიორგი დანელიას N2

ძირითადი პასუხისმგებლობები: - კონტენტის კალენდრის შექმნა (საგანმანათლებლო, პროდუქტის, კლინიკური შედეგების, ღონისძიებების); - სოციალური მედიის სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება (Facebook, Instagram, TikTok, LinkedIn); - ვიდეო კონტენტის შექმნა (Reels, Stories, TikTok ვიდეოები); - პროდუქციისა და პროცედურების ფოტოსესია/ვიდეო გადაღება; - ვიზუალური და ტექსტური კონტენტის შექმნა გრაფიკულ დიზაინერთან ერთად (პოსტები, reels, stories, ვიდეო სცენარები); - რეკლამების დაგეგმვა და მართვა (Meta Ads, საჭიროების შემთხვევაში TikTok Ads).

კვალიფიკაცია: - მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება სოციალური მედიის მენეჯმენტში; - ტექსტის პროფესიონალურად წერის უნარი; - ანალიტიკური აზროვნება და შედეგებზე ორიენტაცია; - კრეატიულობა და შესაბამისი ვიზუალის შექმნის უნარი; - ვიდეო გადაღებისა და მონტაჟის უნარები (CapCut, InShot ან მსგავსი); - სოციალური მედიის ტენდენციების ცოდნა; - ქოფირაითინგის უნარი (მარკეტინგული ტექსტები); - დროის მართვა და ერთდროულად რამდენიმე დავალებაზე მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ: - პროფესიული განვითარების საშუალებას; - შესაძლებლობას იმუშაოთ თანამედროვე, მზარდ კომპანიაში; - კონკურენტულ ანაზღაურებას და კომპანიაში დანერგილ ბენეფიტებს; - მეგობრულ და წინსვლაზე ორიენტირებულ გუნდსა და სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმე შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

წარმატებას გისურვებთ!

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით.”

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა