მომხმარებელთა კომუნიკაციის მენეჯერი
"The English Academy" ეძებს პასუხისმგებლიან, კომუნიკაბელურ და ორგანიზებულ თანამშრომელს Customer Communication Manager-ის პოზიციაზე ბათუმში.
თუ გიყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია, კარგად გამოგდის ინფორმაციის ორგანიზება და შეგიძლია მომხმარებელს სწრაფად, თავაზიანად და პროფესიონალურად უპასუხო ეს პოზიცია შენთვისაა.
ძირითადი მოვალეობები
- CRM სისტემაში შემოსული მოთხოვნებისა და შეტყობინებების მართვა, სისტემაში მონაცემებისა და კომუნიკაციის ისტორიის სწორად დაფიქსირება;
- შემომავალი სატელეფონო ზარების მიღება და მომხმარებლების კონსულტაცია;
- მოსწავლეებთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების მართვა;
- მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამის თანამშრომელთან გადამისამართება;
ჩვენგან მნიშვნელოვანია
- გამართული და პროფესიული კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ყურადღების გამახვილება;
- სწრაფი რეაგირების უნარი;
- მომხმარებელზე ორიენტირებული დამოკიდებულება;
- სტრესულ სიტუაციებში მშვიდად და პროფესიონალურად მუშაობის უნარი;
- კომპიუტერთან და ციფრულ პლატფორმებთან მუშაობის კარგი უნარები;
სამუშაო პირობები:
ადგილმდებარეობა: The English Academy: ბათუმი, პ. მელიქიშვილის ქ. N83 ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV, მისამართზე და გთხოვთ, ელფოსტის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება: "Customer Communication Manager" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
ჩვენ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!