სტაჟირება - აღრიცხვის ოპერატორი
კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 30 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge
„ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიებს თბილისის ფილიალებში აღრიცხვის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00; სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.
აღრიცხვის ოპერატორის ძირითადი მოვალეობები
- საწყობში მიღებული პროდუქციის პროგრამულად აღრიცხვა;
- საწყობში მიღებული პროდუქციის მიღება;
- ფილიალებიდან მიღებული შეკვეთების აღრიცხვა;
- პროდუქციის განაწილება მიწოდების აგენტებისთვის;
- წუნდებული და დაბრუნებული პროდუქციის პროგრამულად აღრიცხვა.
ძირითადი მოთხოვნები
- პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება;
- აუცილებელია საწყობის ან/და აღრიცხვის ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამებში მომხმარებლის დონეზე მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.