შოურუმის კონსულტანტ/ოპერატორი
ARZO-ს შოურუმის გუნდი ეძებს კონსულტანტ-ოპერატორს.
თუ ხარ კომუნიკაბელური, გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და გინდა განვითარდე გაყიდვებისა და მომსახურების მიმართულებით - გელოდებით ჩვენს გუნდში.
ძირითადი მოვალეობები: - შოურუმში შემოსული მომხმარებლის კონსულტირება და მომსახურება - მომხმარებლის საჭიროების სწორად განსაზღვრა და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება - პროდუქციისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება - შეკვეთის მიღება და პროგრამაში სწორად ასახვა - შოურუმში პროდუქციისა და სამუშაო სივრცის მოწესრიგებულობის უზრუნველყოფა
ჩვენგან მიიღებ: - სტაბილურ სამუშაო გარემოს - პროფესიულ განვითარებას და პროდუქციის მიმართულებით სწავლებას - მეგობრულ და გუნდურ გარემოს - კარიერული ზრდის შესაძლებლობას
ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
მნიშვნელოვანი მოთხოვნები: - უცხო ენების ცოდნა - კარგი კომუნიკაციის უნარი - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა - მომხმარებელზე ორიენტირებულობა - გუნდური მუშაობის უნარი - სწავლისა და განვითარების უნარი - კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო ცოდნა
მსგავს პოზიციაზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა განვიხილავთ მოტივირებულ კანდიდატებსაც გამოცდილების გარეშე.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მეილზე:
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.