8,927 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

4XJ1JENA გამოქვეყნდა 19 სექ 2 ნახვა

MAQRO Group

MAQRO Group

დირექტორის მძღოლი

MAQRO Group გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 18 ოქტ

MAQRO Group არის დინამიკური და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც ახორციელებს საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, რესტორნების, კომერციული სივრცეებისა და ოფისების განვითარებას. ჩვენი მიზანია შევქმნათ თანამედროვე გარემო, სადაც ადამიანები თავს კომფორტულად და უსაფრთხოდ გრძნობენ.

ვეძებთ დირექტორის მძღოლს

დირექტორის მძღოლის პოზიციაზე ვეძებთ პასუხისმგებლიან, პროფესიონალ და დისციპლინირებულ თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს დირექტორის უსაფრთხო, კომფორტულ და დროულ გადაადგილებას. თუ გამოირჩევით მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, კონფიდენციალურობის დაცვით, პუნქტუალურობითა და თავაზიანი კომუნიკაციის უნარებით და გაქვთ მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, მოხარული ვიქნებით განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა.

პოზიცია: დირექტორის მძღოლი ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო ინდუსტრია: უძრავი ქონების დეველოპმენტი და ინვესტიციები სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ანაზღაურება: კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით (დამატებით ნამუშევარი საათები ანაზღაურდება დამატებით)

ძირითადი მოვალეობები - დირექტორის უსაფრთხო, კომფორტული და დროული ტრანსპორტირება; - დირექტორის გადაადგილების გრაფიკის შესაბამისად მარშრუტებისა და დროის ეფექტიანი დაგეგმვა; - ავტომობილის მუდმივად გამართულ და სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნება; - ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის რეგულარული შემოწმება და საჭირო ტექნიკური მომსახურების დროული ორგანიზება; - საჭიროების შემთხვევაში, შეხვედრებზე, ბიზნეს ღონისძიებებსა და სხვა სამუშაო ვიზიტებზე დირექტორის ტრანსპორტირება; - დირექტორის დავალებების შესაბამისად სხვადასხვა ლოკაციაზე გადაადგილება; - გზებისა და საცობების გათვალისწინებით ოპტიმალური მარშრუტების შერჩევა; - საგზაო მოძრაობის წესებისა და უსაფრთხოების სტანდარტების მკაცრი დაცვა; - გადაადგილებასთან დაკავშირებული საჭირო დოკუმენტაციისა და ხარჯების კონტროლი; - სამუშაო პროცესში მიღებული ინფორმაციის სრული კონფიდენციალურობის დაცვა; - საჭიროების შემთხვევაში, ავტომობილთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საკითხების მართვა; - მაღალი დონის მომსახურებისა და პროფესიული ეტიკეტის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები - მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება; - B კატეგორიის მართვის მოწმობა; - თბილისის ქუჩებისა და ძირითადი მარშრუტების კარგი ცოდნა; - უსაფრთხო და თავდაჯერებული მართვის პრაქტიკული გამოცდილება; - ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის საბაზისო ცოდნა; - პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვის უნარი; - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინა; - კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის უნარი; - თავაზიანი, გაწონასწორებული და პროფესიონალური კომუნიკაციის უნარი; - სტრესულ და ცვალებად სიტუაციებში მშვიდად მუშაობის უნარი; - მოქნილი სამუშაო გრაფიკის შესაბამისად მუშაობის შესაძლებლობა; - აუცილებელია თურქული ან ინგლისური (პრიორიტეტი მიენიჭება თურქული ენას) ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები - პასუხისმგებლიანი და სანდო; - პუნქტუალური და დისციპლინირებული; - ყურადღებიანი დეტალების მიმართ; - მოწესრიგებული და პროფესიონალი; - კონფიდენციალურობის დაცვის მაღალი სტანდარტი; - მოქნილი და ოპერატიული; - მშვიდი და თავაზიანი კომუნიკაციის სტილი.

ჩვენ გთავაზობთ - დინამიკურ და საერთაშორისო გუნდში მუშაობის შესაძლებლობას; - სტაბილურ სამუშაო გარემოს; - კონკურენტულ ანაზღაურებას კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად; - პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; - თანამედროვე და თანამშრომლობაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს თბილისში; - კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას; - ერთჯერად კვებას; - კორპორატიულ ნომერს ულიმიტო პაკეტით.

თუ ფიქრობთ, რომ აღნიშნული პოზიცია შეესაბამება თქვენს გამოცდილებასა და უნარებს, მოხარული ვიქნებით მივიღოთ თქვენი განაცხადი.

გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
MAQRO Group
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა