9349 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

4YESEVZR გამოქვეყნდა 27 ოქტ 9 ნახვა

გაყიდვების მენეჯერი

ოკი ვეი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 28 ნოე
ფორმა · განცხადებაში

შპს "ოკი ვეი" — საჰაერო გადაზიდვები და საერთაშორისო ლოჯისტიკა.

შპს "ოკი ვეი" ეძებს გამოცდილ და შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს და აქტიურად ჩაერთვება კომპანიის ბიზნესის განვითარებაში.

ჩვენი კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს საჰაერო გადაზიდვების, საერთაშორისო ლოჯისტიკისა და საბაჟო მომსახურებას. როგორც Silk Way West Airlines-ის ოფიციალური წარმომადგენელი, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, მომხმარებლებს შევთავაზოთ კონკურენტული სატარიფო პირობები და მათ საჭიროებებზე მორგებული ლოჯისტიკური გადაწყვეტილებები.

სამუშაო ფორმატი: ოფისში, სრული განაკვეთი.

ძირითადი მოვალეობები:

  • ახალი კლიენტების მოძიება და მოზიდვა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე;
  • პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება და განვითარება;
  • კომპანიის მომსახურების შეთავაზება, კომერციული წინადადებების მომზადება და მოლაპარაკებების წარმოება;
  • უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაცია და ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობების მოძიება;
  • კლიენტების საჭიროებების განსაზღვრა და მათზე მორგებული სატარიფო შეთავაზებების მომზადება;
  • გაყიდვების პროცესის მართვა და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ლოჯისტიკის, საჰაერო გადაზიდვების ან საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში გამოცდილება;
  • ქართული და ინგლისური ენების ცოდნა; რუსული ენის და დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • ახალი კლიენტების დამოუკიდებლად მოძიებისა და საქმიანი ურთიერთობების განვითარების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ფიქსირებულ ანაზღაურებას და გაყიდვების შედეგებზე მიბმულ ბონუსს;
  • პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
  • საქმიან და პროფესიულ სამუშაო გარემოს;
  • საერთაშორისო ლოჯისტიკის სფეროში მუშაობისა და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობის შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში:

თუ გაქვთ გაყიდვების გამოცდილება, გეხერხებათ ახალი ბიზნესკონტაქტების მოძიება და გსურთ თქვენი შესაძლებლობების რეალიზება საერთაშორისო ლოჯისტიკის სფეროში, გელოდებით ჩვენს გუნდში!

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა