საწყობის და მარაგების სპეციალისტი
საკვების მწარმოებელი კომპანია აცხადებს ვაკანსიას: საწყობის და მარაგების სპეციალისტი
ძირითადი მოვალეობები: - მიღება-გაცემის მართვა: საწყობში პროდუქციის/მასალების მიღების, გაცემისა და რეალიზაციის პროცესების სრული უზრუნველყოფა და მონიტორინგი. - დოკუმენტაციისა და რაოდენობების კონტროლი: მიღება-გაცემისას შესაბამისი პირველადი დოკუმენტაციის სისწორის, რაოდენობრივი სიზუსტისა და შესაბამისობის გადამოწმება. - მარაგების მენეჯმენტი და მონიტორინგი: ნაშთებისა და მასალების ბრუნვის აღრიცხვა, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება. - მინიმალური ზღვრის კონტროლი: მარაგების წინასწარ დადგენილ მინიმალურ ზღვართან მიახლოებისას უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება. - რეპორტინგი და ინვენტარიზაცია: პერიოდული ანგარიშგების მომზადება ხელმძღვანელობისთვის და გეგმურ თუ არაგეგმურ ინვენტარიზაციის პროცესებში მონაწილეობა/ხელმძღვანელობა. - საწყობის ორგანიზება: საწყობის ფართის, პროდუქციისა და მატერიალური ფასეულობების წესრიგისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა. - პროცესების გაუმჯობესება: საწყობის მენეჯმენტის, მარაგების მართვისა და სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციისკენ მიმართული ინიციატივებისა და იდეების შემუშავება/წარდგენა.
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული (საჭიროებისამებრ, წინასწარ შეთანხმებული ზეგანაკვეთური საათებით) ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად)
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე:
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.