მარკეტინგის მენეჯერი
ტრანსპორტერი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - მარკეტინგის მენეჯერი
მოხარული ვართ გამოვაცხადოთ მარკეტინგის მენეჯერის ვაკანსია.
ძირითადი პირობები: - მდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის 70 - სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 სთ, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - ანაზღაურება: 2500 - 3000 ლარი ხელზე ასაღები (კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე) - ქვეყნის ფარგლებში მივლინებები ივენთებიდან გამომდინარე
ძირითადი მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მსგავსი მიმართულებით; - მსგავს პოზიცაზე მუშაობის 2+ წლიანი გამოცდილება (სასურველია ავტო-მოტო სფეროში) - ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვისა და მართვის გამოცდილება (როგორც ციფრულ არხებში, ისე ფიზიკურ სივრცეში) - უპირატესობა მიენიჭება ავტო-მოტო სპორტის სფეროში ღონისძიებების დაგეგმვის და ჩატარების გამოცდილების ქონას - ძლიერი საოგრანიზაციო უნარები - ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე.
ძირითადი მოვალეობები: - კომერციულ დეპარტამენტთან და ბრენდ მენეჯერებთან კოორდინირებული მუშაობით გაყიდვების ზრდის უზრუნველყოფა სწორი მარკეტინგული ინსტრუმენტების გამოყენებით. - ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანიებისა და პროექტების ეფექტური დაგეგმვა, კოორდინაცია და შესრულების კონტროლი (როგორც ციფრულ, ისე ფიზიკურ არხებში). - ბრენდული, ივენთ-პროექტებისა და კორპორატიული ღონისძიებების სრული ციკლის ორგანიზება, ლოჯისტიკა და მართვა - კომპანიის მარკეტინგული გეგმის შესრულება მარკეტინგის სამსახურის უფროსთან შეთანხმებით - მარკეტინგული ბიუჯეტის კამპანიების მიხედვით შედგენა, უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმება და ხარჯების კონტროლი და ანგარიში - გაყიდვების გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა – მარკეტინგული მხარდაჭერის უზრუნველყოფა (პრეზენტაციები, მასალები და სხვ.) საერთაშორისო ბრენდების მარკეტინგული მოთხოვნების/ ანგარიშგებების მომზადება და კონტროლი. - სოციალური მედიის აქტივობების მართვა და შესაბამისი გუნდის (კონტენტ კრეატორები, დიზაინერები და სხვ.) კოორდინაცია - სარეკლამო და საკომუნიკაციო მასალების (ტექსტი, დიზაინი, ვიდეო და ა.შ.) მომზადების პროცესის მართვა - შოურუმის ვიზუალი: შოურუმის ვიზუალური მხარის მოწესრიგება - კონცეფციების შეტანა, ბანერებით უზრუნველყოფა და სხვა - კრეატიული კამპანიები და ციფრული მხარე: ბრენდის პოზიციონირებისთვის ახალი იდეების განხორციელება, Google Review-ები, SEO ოპტიმიზაცია და სხვა პრობლემების მოძიება/აღმოფხვრა
განაცხადების მიღება მიმდინარეობს 30 ოქტომბრის ჩათვლით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად.
შერჩევის ეტაპები:
რეზიუმეების გადარჩევა პირისპირ გასაუბრება
ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/2UV6sI3c
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.