7980 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

54534K77 გამოქვეყნდა 25 აგვ 0 ნახვა

სამშენებლო მასალების გაყიდვების მენეჯერი

მედეგი სთილ via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

კომპანია „მედეგი სთილ“ აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო მასალების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

მისამართი: ქვემო ფონიჭალა, ზოოვეტის დასახლება

თუ გაქვთ სამშენებლო მასალების გაყიდვების გამოცდილება, კარგად ფლობთ მოლაპარაკებების წარმოების უნარს და ორიენტირებული ხართ შედეგზე, გიწვევთ ჩვენს გუნდში.

ძირითადი მოვალეობები: - ბაზრის მუდმივი მონიტორინგი, პოტენციური კლიენტების (სამშენებლო ობიექტები, დეველოპერული კომპანიები და საცალო/საბითუმო სავაჭრო წერტილები) მოძიება და ბაზრის გაფართოება; - არსებულ კლიენტებთან ეფექტური თანამშრომლობის შენარჩუნება, მათი საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი პროდუქცის შეთავაზება; - კლიენტებთან საქმიანი შეხვედრების ორგანიზება, კომპანიის პროდუქციის პრეზენტაცია და მოლაპარაკებების წარმოება; - პროდუქციის წარდგენა, კონსულტაციის გაწევა და შესაბამისი შეთავაზებების მომზადება; - კომერციული შეთავაზებების მომზადება, შეკვეთების გაფორმება და მიწოდების პროცესის კოორდინაცია; - საჭიროების შემთხვევაში საქართველოს რეგიონებში მივლინება ახალი კლიენტების მოძიებისა და გაყიდვების განვითარების მიზნით; - შესრულებული სამუშაოს შესახებ ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - სამშენებლო მასალების გაყიდვების სფეროს მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; - სამშენებლო მასალების სპეციფიკისა და პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა; - გაყიდვებისა და მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი; - ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარები; - MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა.

უპირატესობად ჩაითვლება: - ინგლისური და/ან რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა; - სამშენებლო სექტორში არსებული კონტაქტებისა და პარტნიორთა ბაზის ქონა.

ჩვენ გთავაზობთ: - კონკურენტულ ანაზღაურება – ფიქსირებული ხელფასი + პროცენტი რეალიზაციიდან; - პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა; - სტაბილური და მეგობრულ სამუშაო გარემო.

თუ მზად ხართ გახდეთ „მედეგი სთილის“ გუნდის წევრი, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: temodgebuadze8@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: სამშენებლო მასალების გაყიდვების მენეჯერი.

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
მედეგი სთილ
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა