7980 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

54JEFPZC გამოქვეყნდა 1 სექ 2 ნახვა

ევექს ლაბის რეგისტრატორი

ევექსი გარე განცხადება
ბათუმი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"ევექსი" საქართველოს სამედიცინო სფეროში უმსხვილესი ჯგუფის GHG (Georgian Healthcare Group) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. "ევექსი" ქვეყნის მასშტაბით, პირველადი ჯანდაცვის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია, რომელიც საქართველოში აერთიანებს 15 კლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრს - "კარავს". კომპანიის მისიაა, ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის ცვლილების გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით და საზოგადოების ჩართულობის ზრდა კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული აზროვნების ჩამოყალიბებაში. კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. "ევექსის" უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.

"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას ევექს ლაბის რეგისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ბათუმი სამუშაო განაკვეთი: ნახევარი

ძირითადი მოვალეობები:

** სამედიცინო დაწესებულებაში, მომხმარებლების მომსახურების პროცესის დადგენილი წესის შესაბამისად წარმართვა; ** მომხმარებლის საჭიროების იდენტიფიცირება, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება; ** მომხმარებლის სამედიცინო მომსახურებაზე დარეგისტრირება/გადამისამართება; ** ქსელში არსებული აქციების/პროექტების შესახებ, მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდება და შეთავაზება; ** ლაბორატიული კვლევების პასუხების გაცემა; ** მომსახურების საფასურის გადახდის პროცესის გამართულად და დადგენილი წესების შესაბამისად წარმართვა; ** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება, რაც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია მის საქმიანობასთან.

ვაკანსიის მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება; ** სასურველია მსგავს პოზიციამე მუშაობის 6 თვიანი გამოცდილება; ** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა; ** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა).

ჩვენთან შენ მიიღებ:

** ტრენინგი და განვითარება - "ევექსი", როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე. ** ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს: - 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე - 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომასახურებზე კლინიკა "ნიუ დენტში" - ფასდაკლებები "ჯიპისის" და "ფარმადეპოს" სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე. ** ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.selfrecruit.ge/8a573e36-891f-4f6e-b6e7-ab018bc3d66d

"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ევექსი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა