მზარეულის დამხმარე / მცხობელი
კერძო პირი ეძებს მზარეულის დამხმარეს / მცხობელს.
ძირითადი მოვალეობები
- კერძების მომზადებაში დახმარება;
- სხვადასხვა სახის ცომეულის მომზადება და ცხობა;
- პროდუქტების წინასწარი დამუშავება და მომზადება;
- სამზარეულოში სისუფთავისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ცომეულის მომზადებისა და ცხობის ცოდნა;
- პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და სისუფთავე;
- მოქნილობა და საზღვარგარეთ გამგზავრების მზაობა.
დამატებითი პირობები
- პოზიცია ითვალისწინებს მონაკოში 3-თვიან მივლინებას, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სხვა საერთაშორისო მივლინებებსაც.
- კანდიდატი მზად უნდა იყოს საზღვარგარეთ პერიოდული გამგზავრებისა და შესაბამისი ვადით დარჩენისთვის.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.