9364 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

56XX158G გამოქვეყნდა 27 ოქტ 24 ნახვა

B2B გაყიდვების მენეჯერი

ვიჩარჯი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾3000–3500 / თვეში +39% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,332 ₾ · 146 განცხადება ბოლო ვადა: 28 ნოე

"WeCharge" არის ქართული ტექნოლოგიური კომპანია, რომელმაც 2025 წლიდან საქართველოს ბაზარზე Sharing Power Bank Rental-ის მიმართულებით დაიწყო ოპერირება.

ტექნოლოგიურ ეპოქაში, სადაც ციფრული მოწყობილობები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, კომპანია WeCharge-მა უპასუხა მომხმარებლის საჭიროებებს და WeCharge App¬-ით მარტივად გადაჭრა მოწყობილობების დამუხტვის პრობლემა (მობილური, პლანშეტი, ყურსასმენები, ციფრული საათი, ელ.სიგარეტი და სხვა).

ჩვენი მიზანია შევქმნათ მარტივი, ხელმისაწვდომი და ყველასთვის მოსახერხებელი ელექტრონული მოწყობილობების დამუხტვის სისტემა. ვეძებთ B2B გაყიდვების მენეჯერს, რომელიც პარტნიორ ობიექტებთან თანამშრომლობას და გაყიდვების ზრდას შეუწყობს ხელს.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ლიდების დამუშავება, სატელეფონო ზარების განხორციელება.
  • ბაზრის ტენდენციების, B2B კლიენტების ქცევისა და კონკურენტული გარემოს ანალიზი.
  • მარკეტინგის გუნდთან თანამშრომლობა გაყიდვების სტრატეგიის კომპანიის მიზნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით.
  • შეხვედრებისა და პრეზენტაციების ორგანიზება პოტენციურ პარტნიორებთან.
  • გაყიდვების სრული ციკლის მართვა, ლიდების მოძიებიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე.
  • შედეგზე ორიენტირებულობა — გაყიდვების გეგმის შესრულების, დასახული მიზნების მიღწევისა და შედეგებზე პასუხისმგებლობის უნარი.
  • ორგანიზებულობა და მობილურობა — სამუშაო დღის ეფექტურად დაგეგმვა, ზარების განხორციელება, შეხვედრებზე დროულად დასწრება და აქტიური საველე მუშაობის მზადყოფნა.
  • ყოველკვირეული ანგარიშის მომზადება მიმდინარე საქმიანობაზე და გაყიდვების შედეგებზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით.
  • გამართული კომუნიკაცია და საქმიანი ეთიკის დაცვა.
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
  • კრეატიული და ინოვაციური მიდგომა.
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობა.
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

პირობები:

  • დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთით
  • სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
  • ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი შედეგების მიხედვით
  • ჯამური საშუალო ანაზღაურება: 3000-3500 ლარი (ხელზე ასაღები)
  • ფიქსირებული ხელფასი: 1100 ლარი (ხელზე ასაღები)
  • ბონუსი: 1900-2400 ლარი, დამატებითი ბონუსები გაყიდვების გეგმის გადაჭარბების შემთხვევაში.

"WeCharge" თანამშრომლებს შესთავაზებს კარიერული ზრდის საერთაშორისო შესაძლებლობას, კომპანია გეგმავს პროდუქციის გატანას საერთაშორისო ბაზარზე.

გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე. გთხოვთ, გაგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება "B2B გაყიდვების მენეჯერი".

შენიშვნა: "WeCharge" მოქმედებს საქართველოს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონმდებლობის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ კომპანიის ლეგიტიმური ინტერესების ფარგლებში. განაცხადის გაგზავნით, ადასტურებთ, რომ ეთანხმებით თქვენი მონაცემების შეგროვებასა და დამუშავებას აღნიშნული პირობებით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა