პარტნიორი

უფასო განცხადებები მთელ საქართველოში.

გახსენი classified.ge
← ყველა ვაკანსია

5C4DJZEC გამოქვეყნდა 11 ნოე 1 ნახვა

მარკეტინგის მენეჯერი

Infinity Ventures Holding გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 12 დეკ
შესვლა და განაცხადი
ფორმა · განცხადებაში

Infinity Ventures Holding (IVH) წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც წარმატებით ოპერირებს MEP (მექანიკური, ელექტრო და სანტექნიკური სისტემების) საინჟინრო სფეროში. ჰოლდინგის სტრუქტურაში აერთიანებს შემდეგ კომპანიებს:

  • Layout Project - MEP სისტემების დიზაინი და პროექტირება;
  • Baumer - MEP სისტემების მონტაჟი და ტექნიკური მომსახურება;
  • Welt - MEP მასალებისა და აქსესუარების იმპორტი;
  • Air Top - იაპონური HVAC ბრენდის Daikin-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.
  • ჩვენი გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.
  • სფერო: საინჟინრო სისტემების ჰოლდინგი (MEP, HVAC, პროექტირება, ინსტალაცია, საინჟინრო მასალების იმპორტი)

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები

  • წლიური და კვარტალური მარკეტინგული გეგმის შემუშავება და იმპლემენტაცია და რეპორტინგი;
  • ბრენდის პოზიციონირების განსაზღვრა და საკომუნიკაციო მესიჯების ფორმირება;
  • კონკურენტული გარემოს ანალიზი და ბაზრის კვლევა;
  • გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა პრეზენტაციებით, კატალოგებითა და სარეკლამო მასალებით
  • ღონისძიებების დაგეგმვა, ორგანიზება და იმპლემენტაცია, პროდუქტის პრეზენტაციები, ტრენინგები, პარტნიორული აქტივობები და გამოფენები (სტენდის კონცეფცია, დიზაინი, მასალები, ფასთა მოკვლევა, ლოჯისტიკა), ღონისძიებების შედეგების შეფასება;
  • სოციალური მედიის კონტენტ-სტრატეგიის შექმნა (Facebook, Linkedin, Instagram, Tiktok და სხვა)
  • თვიური/კვარტალური სოც.მედია კალენდრის შედგენა;
  • პოსტების ტექსტების შინაარსის მოძიება ტექნიკური გუნდისგან და მომზადების კოორდინაცია;
  • სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და შედეგების ანალიზი სოც.მედია მენეჯერთან თანამშრომლობით;
  • ვიზუალური კონცეფციებისა და ვიდეომასალის შექმნა (ბანერები, კატალოგები, ბროშურები, პრეზენტაციები, საიმიჯო და პროდუქტის ვიდეოები), გადაღებების ორგანიზება და ბრენდის ვიზუალური იდენტობის დაცვა;
  • კომპანიის ვებ-გვერდისა და E-commerce მიმართულების მართვა, კონტენტის განახლება, პროდუქტის ატვირთვა, ფასების კონტროლი, კამპანიების დაგეგმვა და მომხმარებლის გამოცდილების (UX) გაუმჯობესება;
  • საერთაშორისო ბრენდებთან (HVAC და საინჟინრო მასალების მწარმოებლები) კოორდინაცია მარკეტინგულ აქტივობებზე;
  • ბრენდული კომუნიკაციის მართვა: სეზონური და საიმიჯო კამპანიების დაგეგმვა, პრეს-რელიზები, მედია კომუნიკაცია და ბრენდის სტანდარტების დაცვა ქსელურ მაღაზიებში.

მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნეს-ადმინისტრირების ან მონათესავე სფეროში;
  • 1-3 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის სფეროში;
  • სოციალური მედიის მართვის პროცესის კოორდინაცია
  • ქართული ენის ცოდნა, სასურველია - ინგლისური.
  • სასურველია E-commerce სფეროში გამოცდილება;
  • ტექნიკური/საინჟინრო პროდუქტების მარკეტინგის გამოცდილება;
  • Adobe, Canva ან სხვა დიზაინ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
  • Google Analytics და Meta Business Suite-ის საბაზისო ცოდნა.

პროფესიული უნარები

  • პროაქტიული და ინიციატივიანი;
  • სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება;
  • კრეატიულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ერთდროულად რამდენიმე პროექტის მართვის უნარი.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ფორმატი: სრული განაკვეთი, კვირაში 5 დღე 10:00-19:00/09:00-18:00 გამოცდილება: 1-3 წელი; ლოკაცია: თბილისი; მ. მაჭავარიანის N65, შემდგომი შესაძლო ოფისის ცვლილებით; მივლინების საჭიროება: შესაძლოა ბათუმი ან საქართველოს სხვა ქალაქები;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

გამოიმუშავეთ findjobs.ge-სთან: ღიაა ყველასთვის, დაიწყეთ დღესვე

findjobs.ge Pro დისტანციური სრული განაკვეთი მარკეტინგი / PR საქართველო მიმართე აქ
1 სექგამორჩეული

მარკეტინგის მენეჯერი/კაზინოს მარკეტინგის კოორდინატორი

ახალი
სამორინე Empire თბილისი სრული განაკვეთი მარკეტინგი / PR გარე განცხადება
11 ნოე

საზოგადოებასთან პირისპირ და ვირტუალური კომუნიკაციის განყოფილების სპეციალისტი

ახალი
ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგი ბათუმი სრული განაკვეთი მარკეტინგი / PR მიმართე აქ
11 ნოე

სამედიცინო მარკეტინგის ჯგუფის ხელმძღვანელი სტომატოლოგიის მიმართულებით / არამედიკამენტების დეპარტამენტი

ახალი
ავერსი ფარმა თბილისი სრული განაკვეთი მარკეტინგი / PR გარე განცხადება
11 ნოე

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა