მიმტანი
რესტორანი "ხაშერია" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, აბანოთუბანი სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
** შეკვეთის მიღება სტუმრისგან, პროგრამულად ასახვა და დროული მიწოდება; ** სამუშაო დღის დასაწყისში ობიექტის მომზადება; ** სტუმრისთვის ყოველდღიური სპეციალური შეთავაზების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ** მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა; ** მაგიდის და ჭურჭლის მომზადება; ** საკვების საერთო ხარჯების და დამატებითი გადასახადების ჩეკების მომზადება; ** ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა ბარის და სამზარეულოს თანამშრომლებთან შეკვეთების მიღება/გაცემის პროცესში.
საჭირო უნარები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** კომუნიკაციის უნარი; ** ენერგიულობა და სისხარტე; ** დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე; ** კვებას; ** მრავალფეროვან და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: khasheriage@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება.