გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

5HR6GCKQ გამოქვეყნდა 5 ნოე 27 ნახვა

ფასადის ინჟინრის ინტერნი

ALUMET გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 3 დეკ
შესვლა და განაცხადი

შპს „ალუმეტი“ აცხადებს ვაკანსიას ფასადის ინჟინრის ინტერნის პოზიციაზე. ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, პასუხისმგებლიან და ტექნიკური აზროვნების მქონე ადამიანს, რომელსაც აინტერესებს ფასადების, ალუმინის კარ-ფანჯრების, ვიტრაჟების და ვენტილირებადი ფასადების მიმართულებით განვითარება. ეს პოზიცია განკუთვნილია დამწყები სპეციალისტისთვის, რომელსაც უკვე აქვს AutoCAD-სა და Revit-ში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება და სურს გამოცდილი გუნდის მხარდაჭერით შეისწავლოს ფასადის პროექტირება, ტექნიკური ნახაზების მომზადება და რეალურ პროექტებზე მუშაობა. მდებარეობა: თბილისი, საბურთალო ფორმატი: ოფისი, სრული განაკვეთი ანაზღაურება: შეთანხმებით ენები: ქართული აუცილებელია; რუსული ჩაითვლება უპირატესობად.

კომპანიის შესახებ შპს „ალუმეტი“ მუშაობს შენობების ფასადის მიმართულებით. კომპანია ახორციელებს ალუმინის და მინის ფასადის სისტემების, კარ-ფანჯრების, ვიტრაჟების, ვენტილირებადი ფასადების და სხვა საფასადე გადაწყვეტილებების პროექტირებას, წარმოებასა და მონტაჟს. ჩვენი გუნდი მუშაობს არქიტექტორებთან, ინჟინრებთან, დეველოპერებთან და სამშენებლო გუნდებთან, რათა პროექტისთვის შეირჩეს ტექნიკურად სწორი, ხარისხიანი და პრაქტიკული ფასადის გადაწყვეტა. რას ისწავლით და რაში მიიღებთ მონაწილეობას

ინტერნი ეტაპობრივად ჩაერთვება შემდეგ პროცესებში

  • არქიტექტურული ნახაზების გაცნობა და ანალიზი;
  • ფასადის, კარ-ფანჯრების, ვიტრაჟებისა და ვენტილირებადი ფასადების ძირითადი გადაწყვეტების შესწავლა;
  • AutoCAD-ში ტექნიკური ნახაზების მომზადება და დამუშავება;
  • Revit-ში პროექტის მოდელებთან და ნახაზებთან მუშაობა;
  • ფასადის კვანძების, ჭრილების და დეტალების მომზადებაში მონაწილეობა;
  • მასალების, პროფილების და სისტემური გადაწყვეტილებების გაცნობა;
  • Excel-ში მარტივი ცხრილების, სპეციფიკაციებისა და კალკულაციების მომზადება;
  • წარმოებისა და მონტაჟისთვის საჭირო ნახაზების მომზადებაში დახმარება;
  • პროექტის გუნდთან, წარმოებასთან და მონტაჟის ჯგუფებთან კოორდინაციის პროცესის შესწავლა;
  • LOGICAL / ORGADATA პროგრამის გაცნობა და ადგილზე შესწავლა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • აუცილებელია სტუდენტი ან კურსდამთავრებული არქიტექტურის, მშენებლობის, ინჟინერიის ან მონათესავე მიმართულებით;
  • აუცილებელია AutoCAD-ის კარგ დონეზე ცოდნა და პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია Revit-ის კარგ დონეზე ცოდნა და პროექტებთან მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია Excel-ის საბაზისო ცოდნა;
  • დამატებითი CAD ან ინჟინრული პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ფასადების, ალუმინის სისტემების, კარ-ფანჯრების ან ვენტილირებადი ფასადების მიმართულებით განვითარების ინტერესი;
  • ტექნიკური აზროვნება და დეტალებზე ყურადღება;
  • ნახაზების წაკითხვისა და სივრცითი აზროვნების უნარი;
  • სწავლის სურვილი და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • ფასადების მიმართულებით გამოცდილება აუცილებელი არ არის, თუმცა ჩაითვლება უპირატესობად.

რას გთავაზობთ

  • რეალურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
  • ფასადის ინჟინერიის პრაქტიკულ შესწავლას;
  • ალუმინის სისტემების, კარ-ფანჯრების, ვიტრაჟებისა და ვენტილირებადი ფასადების მიმართულებით განვითარებას;
  • ფასადის კვანძების, სამუშაო ნახაზების, სპეციფიკაციებისა და წარმოება-მონტაჟის ლოგიკის ეტაპობრივად შესწავლას;
  • გამოცდილი გუნდის მხარდაჭერას;
  • LOGICAL / ORGADATA და ფასადის სპეციალიზებული პროგრამების ადგილზე შესწავლის შესაძლებლობას;
  • პროფესიული ზრდის პერსპექტივას კომპანიაში.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: „ფასადის ინჟინრის ინტერნი / დამწყები პროექტირების ინჟინერი“

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა