ტექნიკოსი / ფიტნეს ტრენაჟორების სერვის სპეციალისტი
კომპანია იქეიეს ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას: ტექნიკოსი / ფიტნეს ტრენაჟორების სერვის სპეციალისტი
ვეძებთ პასუხისმგებლიან და მოტივირებულ ტექნიკოსს, რომელიც უზრუნველყოფს ფიტნეს ტრენაჟორებისა და სავარჯიშო აღჭურვილობის ტექნიკურ მომსახურებას, დიაგნოსტიკასა და შეკეთებას.
ძირითადი მოვალეობები: - ფიტნეს ტრენაჟორებისა და სავარჯიშო აღჭურვილობის ტექნიკური დათვალიერება; - გეგმური ტექნიკური მომსახურების ჩატარება; - გამოძახებებზე გასვლა; - ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკა და შესაბამისი ხარვეზების აღმოფხვრა; - ტრენაჟორების მექანიკური და ელექტრონული კომპონენტების შემოწმება და შეკეთება; - ტრენაჟორების მონტაჟი, აწყობა და გამართვა; - შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციის/ანგარიშის შედგენა; - ანაზღაურებადი მივლინებები საქართველოში, სომხეთსა და თურქეთში. - კომპანიის მომსახურების სტანდარტების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - ტექნიკური მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - ელექტრო და მექანიკური მოწყობილობების მუშაობის პრინციპების ცოდნა; - ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკისა და აღმოფხვრის უნარი; - ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება; - ინგლისურის ცოდნა აუცილებელია. (თურქული ან აზერბაიჯანული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად) - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; - დამოუკიდებლად და გუნდთან ერთად მუშაობის უნარი; - კარგი კომუნიკაციის უნარი; - მართვის მოწმობა (B კატეგორია) აუცილებელია. სასურველია გყავდეთ საკუთარი ავტომობილი.
დამატებით: - ფიტნეს ტრენაჟორებთან მუშაობის გამოცდილება აუცილებელი არ არის და ჩაითვლება უპირატესობად; - შერჩეული კანდიდატი გაივლის შესაბამის ტრენინგს;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე:
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.