რემონტების მენეჯერი
სამშენებლო კომპანია „ჰორიზონს ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას რემონტების მენეჯერის პოზიციაზე
მდებარეობა: ბათუმი სამუშაო განაკვეთი: სრული
მოვალეობები: - განსახორციელებელი სარემონტო სამუშაოების ეტაპების დაგეგმვაში მონაწილეობა; - დროის, ადამიანური და მატერიალური რესურსების დაგეგმვა/ორგანიზება/მართვაში მონაწილეობა; - სარემონტო სამუშაოების ხარისხის სრული მართვა და კონტროლი; - სამუშაოს ყოველდღიური მეთვალყურეობა, ქვეკონტრაქტორების და დასაქმებულთა ზედამხედველობა; - საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი კვალიფიკაციის პირის (მუშის) მოძიებაში მონაწილეობა; - გეგმების, ნახაზების და სხვა დოკუმენტაციის გადამოწმება; დოკუმენტაციის წარმოება: ფარული სამუშაოს აქტი, სამუშაოთა წარმოების ჟურნალი; - ობიექტზე დასაქმებული პირების სამუშაო გრაფიკის დეტალიზებული, კონტროლი და სამუშაო დროის ყოველდღიური აღრიცხვის წარმოება; - ყოველი თვის ბოლოს ფინანსური სამსახურისთვის სამშენებლო ობიექტთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციის მიწოდება.
მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება სამშენებლო სფეროში (ინჟინერია ან/და არქიტექტურა); - სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება; - სამუშაო ნახაზების შედგენა/კითხვა; - არქიტექტურული პროგრამის ცოდნა შემდეგი ჩამონათვალიდან: Autocad; Archicad; Revit …) - ცოდნა სამშენებლო მასალებისა და მათი შემადგენლობის შესახებ - MS Office (Word; Excel; Power Point) პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:; - ანალიტიკური აზროვნების უნარი; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - გუნდურად მუშაობის უნარი; - დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების სწორად გადანაწილების უნარი; - პუნქტუალურობა; - დეტალებზე ორიენტირებულობა
თუ გსურთ გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის გუნდის წევრი და აკმაყოფილებთ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე office@horizonsbatumi.com, სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - რემონტების მენეჯერი.