აღმასრულებელი დირექტორი
"რაფაელო" — საკონდიტრო კომპანია, რომელიც 2014 წლიდან წარმატებით საქმიანობს ბაზარზე. დღეს კომპანია აერთიანებს 200-მდე თანამშრომელს და აგრძელებს განვითარებასა და გაფართოებას.
კომპანიის მართვისა და განვითარების ახალი ეტაპისთვის, "რაფაელო" აცხადებს ვაკანსიას საკონდიტროს აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის ყოველდღიური საქმიანობის სრული მართვა და კოორდინაცია;
- კომპანიის სტრატეგიული მიზნებისა და განვითარების გეგმის შემუშავება და შესრულების უზრუნველყოფა;
- საწარმოო, სავაჭრო და საოპერაციო პროცესების ეფექტიანად მართვა;
- დეპარტამენტებისა და სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაცია;
- მენეჯერული გუნდის მართვა, განვითარება და შედეგების კონტროლი;
- ბიზნესპროცესების ოპტიმიზაცია და ეფექტიანობის გაზრდა;
- გაყიდვების, შემოსავლებისა და ხარჯების მაჩვენებლების მონიტორინგი;
- ბიუჯეტის დაგეგმვასა და ფინანსური შედეგების კონტროლში მონაწილეობა;
- პროდუქციის ხარისხის, მომსახურების სტანდარტებისა და კომპანიის შიდა სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
- მარაგების, შესყიდვებისა და ლოგისტიკური პროცესების კონტროლი;
- ადამიანური რესურსების მართვის პროცესების ზედამხედველობა;
- კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება და მართვა;
- ხელმძღვანელობისთვის პერიოდული ანგარიშებისა და ანალიზის მომზადება;
- კომპანიის წარმომადგენლობა პარტნიორებთან, მომწოდებლებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ფინანსების ან შესაბამის სფეროში;
- აღმასრულებელ/გენერალურ მენეჯმენტში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია გამოცდილება საკონდიტრო, კვების, HoReCa, საცალო ვაჭრობის ან წარმოების სფეროში;
- დიდი გუნდის მართვის გამოცდილება;
- ფინანსური და საოპერაციო მაჩვენებლების ანალიზის უნარი;
- სტრატეგიული დაგეგმვისა და გადაწყვეტილებების მიღების ძლიერი უნარები; ლიდერული და მენეჯერული უნარები;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- მოლაპარაკების, კომუნიკაციისა და გუნდთან ეფექტიანი ურთიერთობის უნარი;
- ორგანიზებულობა და სწრაფად ცვალებად გარემოში მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ დასაქმებას განვითარებად კომპანიაში;
- პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- მაღალი პასუხისმგებლობისა და გადაწყვეტილების მიღების შესაბამის უფლებამოსილებას;
- პროფესიონალურ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
- ძლიერი გუნდის ხელმძღვანელობის შესაძლებლობას.
სამუშაო ადგილი: ქუთაისი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV
გთხოვთ, CV-ში მიუთითოთ სასურველი პოზიცია — "აღმასრულებელი დირექტორი".
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.