8682 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

5NA8PJHV გამოქვეყნდა 28 სექ 11 ნახვა

Evolvexe

Evolvexe

გერმანულენოვანი ტექნიკური მხარდაჭერის წარმომადგენელი

Evolvexe გარე განცხადება
ქუთაისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ორიგინალზე გადასვლა ↗
₾3350 / თვეში ბოლო ვადა: 29 ოქტ

"ევოლვექსი" აცხადებს ვაკანსიას გერმანულენოვანი ტექნიკური მხარდაჭერის წარმომადგენლის (Technical Support Advisor) პოზიციაზე საერთაშორისო პროექტში.

ტექნიკური მხარდაჭერის წარმომადგენელი შეასრულებს შუამავლის როლს და მომხმარებლებს მიაწვდის ზოგად და ტექნიკურ ინფორმაციას პროდუქტებსა და სერვისებზე, უპასუხებს მათ კითხვებს და დაეხმარება პროდუქტთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემების სწრაფ და ეფექტიან გადაწყვეტაში.

სამსახურებრივი მოვალეობის წარმატებით შესრულებისთვის წარმომადგენელი უნდა გამოირჩეოდეს სიმშვიდითა და პროფესიონალიზმით ნებისმიერ სიტუაციაში, ჰქონდეს პერსონალური კომპიუტერისა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების უნარები. კანდიდატი უნდა ფლობდეს გერმანულ ენას სალაპარაკო და წერილობით უმაღლეს დონეზე. IT/ტექნიკური განათლება ან გამოცდილება და ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. სამუშაო შესრულდება ოფისიდან, ქუთაისში.

პასუხისმგებლობები:

  • მომხმარებელთა სატელეფონო და წერილობითი მოთხოვნების დამუშავება;
  • ამომწურავი რჩევების მიწოდება და მომხმარებელთა შეკითხვების განმარტება;
  • ზედამხედველთან კომუნიკაცია, სიახლეების შესახებ ინფორმირება და უკუკავშირის მიღება.

მოთხოვნები:

  • გერმანული ენის მაღალ (C1) სალაპარაკო და წერით დონეზე ცოდნა;
  • პერსონალურ კომპიუტერზე მუშაობისა და ტექსტის აკრეფის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • მოქნილ გრაფიკში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ყოვლისმომცველ და ინფორმაციულ ანაზღაურებად ტრენინგს;
  • დაზღვევას;
  • ანაზღაურებად შვებულებას;
  • მაღალი სტანდარტების ოფისს;
  • პროფესიონალურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • ნდობაზე, წახალისებასა და უკუკავშირზე აგებულ სამუშაო ურთიერთობას;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობებს;
  • 3350 ლარი გროს ხელფასს თვეში + ბონუსი (სრული განაკვეთი).

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, ატვირთოთ თქვენი CV მითითებულ ბმულზე: https://hel-ai.com/apply/2mKEysAb

წარმატებებს გისურვებთ!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Evolvexe
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა