ვენსეილერი / დისტრიბუტორი დასავლეთ საქართველოში
საღებავებისა და სამშენებლო მასალების სადისტრიბუციო კომპანია შპს "ევროკოლორი" აცხადებს ვაკანსიას ვენსეილერის (დისტრიბუტორი) პოზიციაზე დასავლეთ საქართველოში.
მოვალეობები: - პასუხისმგებელ პირთან ერთად მუშაობა; - მისი მითითებებისა და დავალებების შესრულება; - სამუშაო გარემოს ზედმიწევნით შესწავლა.
მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება; - B კატეგორიის მართვის მოწმობა; - ქართული ენის თავისუფლად ფლობა; - კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი; - გუნდური მუშაობის უნარი; - გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - ქალაქისა და სავაჭრო ობიექტების ლოკაციების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
შერჩეული კანდიდატი სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში გახდება სრულფასოვანი ვენსეილერი.
ანაზღაურება: - პირველი თვე - სტაჟირება, ფიქსირებული ანაზღაურება. - სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ ფიქსირებული ხელფასი + საბონუსე სისტემა.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: evrocolor1@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 579 22 62 31