7962 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

5PPCM2HB გამოქვეყნდა 25 აგვ 1 ნახვა

ტექნოლოგიური მუზეუმის გიდი

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო via jobs.ge
ქუთაისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
₾2080 / თვეში ბოლო ვადა:

სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს ვაკანსიას ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმის გიდის პოზიციაზე.

პოზიციის დასახელება: სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმის გიდი ანაზღაურება: 2080 ლარი (გადასახადების ჩათვლით) ადგილების რაოდენობა: 1 სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი გამოსაცდელი ვადა: 3 თვე განცხადების მიღების ბოლო ვადა: 4 სექტემბერი სამუშაო ადგილი: ქუთაისი (ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი; ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზირი 26).

მოვალეობები:

** ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის მუზეუმში ვიზიტორებისთვის საგანმანათლებლო და ინტერაქტიული ტურის ჩატარება; ** მუზეუმში წარმოდგენილი ექსპონატების, ტექნოლოგიებისა და სამეცნიერო პრინციპების მარტივად და გასაგებად ახსნა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის; ** ვიზიტორებთან ეფექტური კომუნიკაცია და მათთვის ინოვაციური, ტექნოლოგიური და სამეცნიერო თემებისადმი ინტერესის გაზრდა; ** მუზეუმში ინტერაქტიული აქტივობების, დემონსტრაციებისა და საგანმანათლებლო სესიების დაგეგმვა და განხორციელება; ** სასკოლო ჯგუფებთან, სტუდენტებთან და სხვა ორგანიზებულ ვიზიტორებთან მუშაობა და მათ საჭიროებებზე მორგებული ტურის ადაპტაცია; ** მუზეუმის სივრცის, ექსპონატებისა და ტექნიკური მოწყობილობების მოვლა და მათი სწორად გამოყენების უზრუნველყოფა; ** მუზეუმში უსაფრთხო და ორგანიზებული გარემოს უზრუნველყოფა ვიზიტორებისთვის; ** მუზეუმის სერვისების პოპულარიზაციის მიზნით ღონისძიებებსა და პრეზენტაციებში მონაწილეობა; ** ვიზიტორების გამოცდილების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული უკუკავშირის შეგროვება და შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა; ** ვიზიტორების რაოდენობისა და აქტივობების შესახებ სტატისტიკური მონაცემების წარმოება და ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა; ** სხვა დაკავშირებული ამოცანები, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.

მინიმალური განათლება: ბაკალავრის ხარისხი. სამუშაო გამოცდილება: 1 წელი; სასურველია სამუშაო გამოცდილება საგანმანათლებლო, სამეცნიერო კომუნიკაციის ან მომსახურების სფეროში.

დამატებითი მოთხოვნები:

** ინგლისური ენის B2 დონეზე ** Microsoft Office-ის პროგრამების კარგ დონეზე ცოდნა; ** სასურველია ტექნოლოგიური და სამეცნიერო საკითხების საბაზისო ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** კარგი კომუნიკაციის უნარი; ** პრეზენტაციისა და აუდიტორიის ჩართულობის უნარი; ** ორგანიზებულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირება; ** გუნდური მუშაობის უნარი.

გთხოვთ ვაკანსიის დეტალები იხილოთ და დაინტერესების შემთხვევაში განაცხადი გააკეთოთ შემდეგ ბმულზე: https://gita.selfrecruit.ge/s/ZNqL5

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა