8523 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

5RHV3BJV გამოქვეყნდა 8 სექ 3 ნახვა

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი

დღის სანიტარი

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი მედიცინა / ფარმაცია
შეთანხმებით ბოლო ვადა:

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი დაფუძნდა 1996 წლის 16 სექტემბერს როგორც ბავშვთა კარდიოლოგიის და გულის თანდაყოლილი მანკების სადიაგნოსტიკო და სამკურნალო დაწესებულება. იგი წარმოადგენს ევროპის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს. ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის წარმოადგენს სტრატეგიულ ობიექტს, რომლის დამსახურებით, ქვეყანაში შემცირდა ახალშობილთა და ბავშვთა სიკვდილობის და ავადობის მაჩვენებელი. ასევე, შეიქმნა ბავშვთა გულის დაავადებების და მასთან ასოცირებული პრობლემების ადრეული დიაგნოსტიკის, მკურნალობის და მეთვალყურეობის თანამედროვე ინფრასტრუქტურა. სამუშაო ადგილი: ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი მისამართი: ქ. თბილისი, ჟვანიას ქ. №17

ა(ა)იპ „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი“ აცხადებს ვაკანსიას დღის სანიტრის პოზიციაზე.

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:3 სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა — განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები.

ჩვენ გთავაზობთ: - მეგობრულ გარემოს; - ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას; - უსაფრთხო სამუშაო გარემოს; - პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;

ვალდებულებები: - საოპერაციო ბლოკში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უზრუნველყოფა და კონტროლი; - საოპერაციო სივრცის და სამედიცინო ინვენტარის დასუფთავება/დამუშავება დადგენილი წესების შესაბამისად; - სამედიცინო და არასამედიცინო ნარჩენების გატანის კონტროლი; - ჰოსპიტლის მიერ შემუშავებული პროცედურებისა და პროტოკოლების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში; - საჭიროების შემთხვევაში პერსონალის დახმარება საოპერაციო პროცესების მომზადებაში; - ჰიგიენურ ნორმებთან დაკავშირებული სხვა საქმიანობის შესრულება.

პიროვნული უნარ-ჩვევები: - გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - კომუნიკაბელურობა; - ყურადღებიანობა და ოპერატიულობა; - კეთილსინდისიერება და სანდოობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - სასურველია გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე მითითებულ ელ.ფოსტაზე: გთხოვთ, სათურის ველში ( subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ა(ა)იპ „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის“ მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან კომპანიის მიერ გამოცხადებულ სხვა ნებისმიერ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განხილვა. აღნიშნული მიზნით, მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. პერსონალური ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის