← ყველა ვაკანსია

5SXFZVM3 გამოქვეყნდა 16 ნოე 5 ნახვა

უმცროსი ექიმი

დამსაქმებელი
პირდაპირი

რას ნიშნავს „პირდაპირი“

ეს დამსაქმებელი findjobs.ge-ზე აქვეყნებს და აქვე პასუხობს. განცხადება მისია, ამ საიტისთვის დაწერილი, და არა სხვა წყაროდან აღებული.

ასაქმებ? შენი საკუთარი განცხადებები გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა შეგროვებულებზე მაღლა ჩანს, განაცხადები შენს ანგარიშში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება. განათავსე ან გადმოიბარე შენი განცხადება უფასოდ.

შეთანხმებით შესვლა და განაცხადი

გამოქვეყნდა 16 ნოე (დარჩა 30 დღე) ბოლო ვადა: 16 დეკ

კომპანია აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ექიმის თანამდებობაზე (სასურველია უროლოგიის, გინეკოლოგიის ან ქირურგიული მიმართულებით)

ადგილმდებარეობა ქ. თბილისი, სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (09:00 - 18:00)

ჩვენ გთავაზობთ

  • პროფესიული განვითარების, გამოცდილების დაგროვებისა და სწრაფი ზრდის შესაძლებლობას;
  • რობოტული ქირურგიისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გარემოში, წამყვან სპეციალისტებთან მუშაობის პრაქტიკას;
  • მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს.

ძირითადი მოვალეობები

  • უფროსი ექიმის მეთვალყურეობით პაციენტების ამბულატორიული და სტაციონარული მიღება, კონსულტაცია, ანამნეზის შეკრება და პირველადი გასინჯვა;
  • პაციენტის მდგომარეობის დინამიკაში შეფასება, პალატური შემოვლები და მეთვალყურეობა;
  • მცირე ინვაზიურ მანიპულაციებსა და ქირურგიულ ჩარევებში ასისტირება უფროსი ექიმის მეთვალყურეობით;
  • სამედიცინო დოკუმენტაციის (ელექტრონული და მატერიალური) ზუსტი, დროული და მოქმედი რეგულაციების შესაბამისი წარმოება.

მოთხოვნები

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება (დიპლომირებული მედიკოსი);
  • უმცროსი ექიმის სტატუსი/სერტიფიკატი (სასურველია ინტერესი/რეზიდენტურა უროლოგიის, გინეკოლოგიის ან მომიჯნავე ქირურგიული მიმართულებით);
  • უცხო ენების ცოდნა (ინგლისური და რუსული);
  • ეფექტური კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის უნარი, ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე Subject-ველში მიუთითეთ: "უმცროსი ექიმი"

რეზიუმეს გაგზავნით ეთანხმებით, რომ კომპანია დაამუშავებს თქვენს მონაცემებს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში და მხოლოდ დასაქმების მიზნით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა