8529 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

5WGZFQP2 გამოქვეყნდა 4 სექ 2 ნახვა

ტექნიკური სამსახურის უფროსი

ნიკორა გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი სხვა
შეთანხმებით ბოლო ვადა:

ჩვენი ისტორია 1998 წელს დაიწყო.

კომპანიის პირველი ნაბიჯები ხორცპროდუქტების წარმოებას უკავშირდება, თუმცა წლების განმავლობაში განვითარების შედეგად ჩამოვყალიბდით მრავალპროფილურ ბიზნეს ჯგუფად.

დღეს, NMG (ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფი) წარმოადგენს საქართველოში მოქმედ მრავალპროფილურ საინვესტიციო და მმართველობით პლატფორმას, რომელიც აერთიანებს წამყვან კომპანიებს კვების წარმოების, რითეილის, ლოჯისტიკისა და სხვა სექტორებში.

ჩვენი მისიაა ღია და სანდო პარტნიორობაზე დაფუძნებული ბიზნესგარემოს შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს შვილობილი კომპანიების გრძელვადიან განვითარებას და ქმნის ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ღირებულებებს.

NMG ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. ჯგუფში, დღეს, 10 000-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობს და კომპანიის განვითარებასთან ერთად ეს რიცხვი მუდმივად იზრდება.

ჩვენ ვქმნით მდგრად, ღირებულებებზე დაფუძნებულ სამუშაო გარემოს, სადაც თანამშრომლების პროფესიული და კარიერული განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

თუ ეძებ შესაძლებლობას, იმუშაო სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ კომპანიაში, სადაც ფასდება პროფესიონალიზმი, ინოვაცია და ცოდნის მუდმივი გაღრმავება - შემოგვიერთდი.

თანამშრომელი - ჩვენი ძირითადი ღირებულებაა.

სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://nmg.com.ge/

სს "NMG ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის შვილობილი კომპანია, შპს "ნიკორა" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სამსახურის უფროსის პოზიციაზე:

სამუშაო ადგილი: ნაძალადევი, ალ. მრევლიშვილის #2

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 სთ.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** წარმოებების მასშტაბით ყოველდღიური შემოვლების წარმოება;

** წარმოებაში გამოვლენილი ხარვეზების/შეფერხებების შესახებ დაქვემდებარებულების ინფორმირება და შეკეთების უზრუნველყოფა;

** სარემონტო პროცესის სისწორის მონიტორინგი;

** დანადგარების მდგომარეობის შესწავლა, განსაზღვრა დატვირთვის შესაძლებლობის და რეკომენდაციების გაცემა;

** დანადგარების საავარიო მდგომარეობის მიხედვით მუშაობის გაგრძელება/შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

** დანადგარების და ინვენტარის სარემონტო/საექსპლუატაციო პროცესის პრინციპის განსაზღვრა და მონიტორინგი;

** დანადგარების გამართულად მუშაობის კონტროლის და დაზიანების შემთხვევაში, საჭირო/შესაცვლელი ნაწილების სახეობების და რაოდენობის განსაზღვრა შესყიდვის მიზნით;

** ტექნიკური მასალებისა და დანადგარების ნაწილების შესაბამისი მომწოდებლების განსაზღვრა ადგილობრივ ან უცხოურ ბაზარზე;

** უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით, ადგილობრივ მომწოდებელთან პირადად დაკავშირება, მოლაპარაკების წარმოება, პირობების შეთანხმება და ტექნიკური დავალების მომზადება;

** უცხოურ ბაზარზე შესასყიდი მასალებისა თუ ნაწილების პარამეტრების განსაზღვრა და ლოგისტიკის სამსახურის უფროსის ინფორმირება შესყიდვის განსახორციელებლად

** საწარმოო სპეციფიკიდან გამომდინარე დანადგარის მოცულობის, დატვირთვისა და თუ სხვა ტექნიკური მახასიათებლების საჭიროების განსაზღვრა უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით;

** ახალი დანადგარის დანერგვის პროცესის მართვა და დაქვემდებარებული გუნდისთვის მუშაობის დანადგართან მუშაობის პრინციპის სწავლება;

** სიახლეების მოდიფიცირებაში ჩართულობა, ცვლილებების დანერგვა და დაქვემდებარებულების დროული ინფორმირება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;

** სამუშაო გამოცდილება 3 წლიანი, აქედან 2 წელი მენეჯერულ პოზიციაზე;

** Microsoft Office (Word - საშუალოდ, Excel - კარგად);

** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;

** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;

** გუნდის მართვის უნარი;

** ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარი;

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;

** პრობლემის ეფექტურად გადაჭრის უნარი;

** სწრაფი ადაპტაციის უნარი;

** ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;

თუ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ გაეცანით ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ და შემდეგ გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე:. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

** გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცვას პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება - სს "ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის" ს/კ (რეგისტრირებული მისამართი: ქ. თბილისი ალექსანდრე მრევლიშვილის ქ. #2) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

** ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გაცნობა, ასლის მიღება, მცდარი არაზუსტი მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, ასევე მონაცემთა გადატანა, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ არ არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის საფუძველი, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით სს "ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის" ს/კ იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. მრევლიშვილის ქ. №2.

** სს "ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფი" ს/კ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ნიკორა
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის