7962 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

5WMT04F0 გამოქვეყნდა 25 აგვ 6 ნახვა

გაყიდვების კონსულტანტი

კარტერსი via jobs.ge
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

ბავშვის ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელი "Carters" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე ჰუალინგ პლაზაში.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სავაჭრო ცენტრი ჰუალინგ პლაზა; გრაფიკი: 6 საათიანი სამუშაო გრაფიკი;

ჩვენთან გელოდებათ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობა; ** კომფორტული სამუშაო გარემო; ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიციირება.

ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომსახურების კორპორაციული სტანდარტის მიხედვით კლიენტთა მომსახურება; ** პროდუქციის სტანდარტული წესით განლაგების უზრუნველყოფა; ** სალარო აპარატთან მუშაობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია სამუშაო გამოცდილება; ** გამოცდილება გაყიდვების სფეროში; ** საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (MS Word, Excel).

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელურობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** პუნქტუალურობა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: vacancy@babyco.ge და subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (გაყიდვების კონსულტანტი ჰუალინგ პლაზაში) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
კარტერსი
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა