ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი/ტარგეტოლოგი
ავეჯის იმპორტიორი კომპანია აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტინგის სპეციალისტის/ტარგეტოლოგის პოზიციაზე სრულ განაკვეთზე, ოფისში მუშაობის პერსპექტივით (ლოკაცია: დიდუბე).
ჩვენ შემოგვაქვს ევროპული სტანდარტების რბილი და კორპუსის ავეჯი.
ვეძებთ ენერგიულ, შედეგზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელიც დაგვეხმარება ონლაინ გაყიდვების ზრდასა და სარეკლამო ბიუჯეტის ეფექტურად მართვაში.
სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 5 დღე) ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების მიხედვით.
ძირითადი მოვალეობები
- სარეკლამო კამპანიების მართვა: Meta Ads (Facebook, Instagram) და Google Ads პლატფორმებზე რეკლამების დაგეგმვა, აწყობა, გაშვება და ოპტიმიზაცია.
- მონაცემთა ანალიზი: Meta Pixel-ის, Custom Audiences-ისა და Retargeting კამპანიების გამართვა/მონიტორინგი კომპანიის საიტისთვის.
- კონტენტის შექმნა: შოურუმსა და საწყობში არსებული ავეჯის ბაზაზე ყოველდღიური ვიზუალური კონტენტის (ფოტო, მოკლე ვიდეოები/Reels/TikTok) მომზადება (სმარტფონით) და სარეკლამო კრეატივების შექმნა.
- ლოკალური მარკეტინგი: გეოგრაფიული თარგეთინგის (Geofencing) ეფექტური გამოყენება შოურუმის ლოკაციაზე ტრაფიკის მოსაზიდად.
- რეპორტინგი: ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტების მომზადება დახარჯული ბიუჯეტის, კონვერტაციების (ROAS, CPA) და გაყიდვების შედეგების მიხედვით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- მინიმუმ 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ციფრულ მარკეტინგში (უპირატესობად ჩაითვლება E-commerce ან ავეჯის/ინტერიერის სფეროში მუშაობის გამოცდილება).
- Meta Ads Manager-ის სიღრმისეული ცოდნა (Pixel, Lookalike, Dynamic Catalog Ads, Conversion Campaigns).
- Google Ads-ის ბაზისური ან საშუალო დონის ცოდნა (Search, Performance Max კამპანიები).
- მობილურით ფოტოს/ვიდეოს გადაღების და მარტივი ედითინგის უნარები (CapCut, Canva ან მსგავსი პროგრამები).
- მონაცემების ანალიზისა და ბიუჯეტის ოპტიმიზაციის უნარი (ROI-ზე ორიენტირებულობა).
რას გთავაზობთ ჩვენ
- კომფორტულ სამუშაო გარემოსა და საკუთარ სამუშაო ადგილს (ტექნიკით უზრუნველყოფას).
- სტაბილურ ყოველთვიურ ანაზღაურებას (კვალიფიკაციის მიხედვით) + ბონუსებს რეალური გაყიდვების შედეგებიდან გამომდინარე.
- მზა, გამართულ ვებსაიტს და მკაფიო მარკეტინგულ უპირატესობას, რაც აადვილებს გაყიდვების პროცესს.
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV მეილზე და subject-ში დაწერეთ ვაკანსიის დასახელება, ან სამუშაო დროს (10:00-18:00 სთ) დარეკეთ ნომერზე