საწყობის თანამშრომელი
საკონდიტრო "ბელა" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე!
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიდი დიღომი სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 5 სამუშაო დღე) ანაზღაურება: 1200 ლარი
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს; ** უფასო კვებას; ** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას; ** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს.
მოვალეობები:
** პროდუქციის მიღება; ** მიღებული პროდუქციის დახარისხება, განთავსება განყოფილებებსა და სტელაჟებზე; ** სტანდარტებისა და უსაფრთხოების წესების დაცვა; ** წარმოებისა და მაღაზიებისთვის პროდუქციის დროულად მიწოდება; ** პროდუქციის შენახვისათვის საჭირო სანიტარული-ჰიგიენური ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმების მონიტორინგი; ** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია სასაწყობე მეურნეობაში მუშობის 1 წლიანი გამოცდილება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გუნდურად მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე: hr@bela.ge და სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 596 453 453.
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ დამსაქმებელმა დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში და განიხილოს სხვა პოზიციაზე.
გისურვებთ წარმატებას!