8965 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

5XVSQM4F გამოქვეყნდა 1 ოქტ 5 ნახვა

ევროპროდუქტი

ევროპროდუქტი

უმცროსი გრაფიკული დიზაინერი

ევროპროდუქტი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი მარკეტინგი / PR
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 2 ნოე

"ევროპროდუქტი" 2004 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და წამყვანი ევროპული ბრენდების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია.

კომპანიის პორტფოლიოში წარმოდგენილია 150-მდე ექსკლუზიური საერთაშორისო ბრენდი, მათ შორის: Valio, Frico, Elpozo, Ritter Sport, Bottega, Dardanel, Beretta, Zucchi, Granarolo, Piccini და სხვა. "ევროპროდუქტი" წარმოდგენილია 42 ბრენდული მარკეტით თბილისსა და რეგიონებში.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://www.europroduct.ge

კომპანია "ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ავჭალა, გაგრის #2; სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30 საათიდან 18:00 საათამდე);

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • გრაფიკული დიზაინის შექმნა (სარეკლამო მასალები, დიზაინის კონცეფცია, საიმიჯო პოსტერები და ა.შ.)
  • პოლიგრაფიული დიზაინის შექმნა;
  • შემუშავებული მასალის საბეჭდად გამზადება;
  • ციფრული არხებისთვის ვიზუალური კომუნიკაციის მასალის მომზადება;
  • ილუსტრაციების შექმნა;
  • ფოტოების დამუშავება;
  • სხვადასხვა პროექტისთვის ვიზუალური კონცეფციის შემუშავება მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მენეჯერთან ერთად;
  • დამტკიცებული დიზაინების არქივის წარმოება.
  • ანოტაციების ვიზუალის შექმნა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია გრაფიკული დიზაინის ან ვიზუალური ხელოვნების სპეციალობით);
  • აუცილებელია შემდეგი პროგრამების ცოდნა: Photoshop; Illustrator
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება

პიროვნული თვისებები:

  • ორგანიზებულობა;
  • გამოვლენილ ხარვეზებზე დროულად რეაგირების უნარი;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • ერთდროულად რამდენიმე ამოცანაზე მუშაობის უნარი;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი.

კომპანია "ევროპროდუქტი" გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას, ჯანმრთელობის დაზღვევას და უზრუნველყოფილი იქნებით სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად ყველა საჭირო დამატებითი რესურსით.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე. გთხოვთ, მიუთითეთ სასურველი თანამდებობა "უმცროსი გრაფიკული დიზაინერი", წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) არაუმეტეს 6 თვის ვადით თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ევროპროდუქტის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.

"ევროპროდუქტი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ევროპროდუქტი
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა