გაყიდვების აგენტი
კომპანია "Alter Smoke Georgia" ეძებს გუნდის ახალ წევრს და აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.
SAME TASTE წარმოადგენს პრემიუმ სეგმენტის ინოვაციურ პროდუქტს, რომელიც თამბაქოს კატეგორიაში განსხვავებული ტექნოლოგიური მიდგომითა და გამორჩეული კონცეფციით პოზიციონირებს.
პროდუქტი ეფუძნება თამბაქოს რეალურ ბლენდებს და წარმოდგენილია დახურული პოდ-სისტემის მოწყობილობის სახით, რომელიც ფუნქციონირებს წვის პროცესის გარეშე.
SAME TASTE-ის კონცეფცია ეფუძნება ტექნოლოგიური ინოვაციისა და თამბაქოს ავთენტური ბლენდების სინთეზს, რაც პროდუქტს გამორჩეულ პოზიციას ანიჭებს პრემიუმ კატეგორიაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://www.same-taste.com/
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი — დიდი დიღომი, პეტრე იბერის ქუჩა სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00 საათი
ანაზღაურება და პირობები
- ფიქსირებული ანაზღაურება — 1500 ლარი + გაყიდვების ბონუსი (რეალიზაციის შედეგების მიხედვით)
- საწვავის ხარჯების სრული ანაზღაურება (გარბენის მიხედვით);
- ავტომობილის ამორტიზაციის ხარჯის ფიქსირებული ანაზღაურება;
ძირითადი მოთხოვნები
- გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება (სასურველია FMCG ან დისტრიბუციის სფეროში)
- გაყიდვების პრინციპების ცოდნა;
- მერჩენდაიზინგის საფუძვლების ცოდნა;
- აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა;
- საკუთარი ავტომობილის ქონა ჩაითვლება უპირატესობად;
ფუნქცია-მოვალეობები
- კომპანიის პროდუქციის ასორტიმენტის, მახასიათებლებისა და კომერციული პირობების სრულყოფილი ცოდნა და სავაჭრო პარტნიორებისთვის პროფესიული წარდგენა;
- გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული აქტიური მუშაობა, პოტენციური სავაჭრო პარტნიორების მოძიება და ახალი სავაჭრო ობიექტების მოზიდვა;
- სავაჭრო ობიექტებთან რეგულარული ვიზიტების განხორციელება, კომერციული მოლაპარაკებების წარმოება და შეკვეთების მიღება;
- გაყიდვების გეგმებისა და განსაზღვრული კომერციული მიზნების შესრულება;
- სავაჭრო პარტნიორებთან თანამშრომლობის პირობების შეთანხმება კომპანიის პოლიტიკისა და დადგენილი პროცედურების შესაბამისად;
- სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის განთავსების, ხილვადობისა და მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვის მონიტორინგი;
- სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის მარაგების კონტროლი და საჭიროების შესაბამისად შეკვეთების დროული უზრუნველყოფა;
- კონკურენტული გარემოს, ბაზრის ტენდენციებისა და სავაჭრო პარტნიორების მოთხოვნების შესწავლა;
- შეკვეთების დამუშავებისა და პროდუქციის დროული მიწოდების პროცესის კოორდინაცია;
პიროვნული თვისებები
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
- შედეგზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ
- დინამიურ სამუშაო გარემოს მეგობრულ გუნდში;
- პოზიციური და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობას.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე.
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ: რეზიუმეს (CV) გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ შპს "Alter Smoke Georgia " თქვენი კანდიდატურის განხილვისა და შემდგომი დასაქმების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად განახორციელოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება.