9772 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

5ZJAZD9G გამოქვეყნდა 13 ოქტ 42 ნახვა

უსაფრთხოების თანამშრომელი

აბანოთუბანი გრუფი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾1500–2000 / თვეში +36% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,285 ₾ · 60 განცხადება ბოლო ვადა: 14 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

"აბანოთუბანი ჯგუფი" წარმოადგენს მზარდ კომპანიას სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ტრადიციებისა და კულტურის პოპულარიზაციას თბილისის ისტორიულ, ტურისტულად აქტიურ უბანში და ემსახურება სტუმრებისთვის განსაკუთრებული გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შექმნას.

"აბანოთუბანი ჯგუფში" ჩვენ ვეძებთ აქტიურ, მოტივირებულ, პასუხისმგებლობიან და ორგანიზებულ კანდიდატებს უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, აბანოთუბანი სამუშაო გრაფიკი: 14 საათიანი სამუშაო გრაფიკი. 2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება. ანაზღაურება: 1500₾-2000₾ (ზრდის პერსპექტივით)

ფუნქცია-მოვალეობები:

  • აბანოთუბანი ჯგუფის ობიექტების უსაფრთხო და შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფა
  • საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა ობიექტის და მის მიმდებარე ტერიტორიებზე
  • მატერიალური ქონების დაცვა
  • პარკირების ზონების მონიტორინგი და უსაფრთხოების ზომების დაცვა
  • უშუალო უფროსის დავალებების შესრულება

ძირითადი მოთხოვნები:

  • მართვის მოწმობა - B კატეგორია
  • ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა
  • პასუხისმგებლობა
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

ჩვენთან დაგხვდებათ:

  • მზარდი ანაზღაურება
  • სამედიცინო დაზღვევა
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე და სათაურში (Subject) მიუთითოთ თქვენთვის საინტერესო ვაკანსიის დასახელება.

შპს "ჭრელი აბანო" (ს/ნ: 204543299; შემდგომ - კომპანია) პატივს სცემს და იცავს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებებს. ამდენად, იღებს ვალდებულებას, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდეს მხოლოდ კანონიერად, სამართლიანად და გამჭვირვალედ, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის სრული დაცვით.

კომპანიის მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში, გაცნობებთ, რომ განაცხადის შევსებისას თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება არსებულ ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის, შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

დამუშავებას ექვემდებარება თქვენ მიერ მოწოდებული და შერჩევის პროცესში მიღებული ინფორმაცია, რომელიც, მათ შორის, შესაძლოა იყოს: საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემები, რეზიუმე (CV), განათლებისა და სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაცია, გასაუბრების შედეგები/შეფასებები და სხვა მონაცემები, რომლებიც აუცილებელია კანდიდატის შესაბამისობის დადგენისთვის.

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძველია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" (მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად), "ი" (დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად) და "კ" (მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად) ქვეპუნქტები.

თქვენს პერსონალურ მონაცემებს კომპანია შეინახავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შერჩევის პროცესის დასრულებიდან 1 (ერთი) წლის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი უფრო ხანგრძლივი ვადით შენახვა აუცილებელია კომპანიის ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად, მათ შორის, შერჩევის პროცესთან დაკავშირებული სამართლებრივი მოთხოვნის წარდგენის, განხორციელების, დაცვის ან/და სამართლებრივი დავის წარმოების მიზნით. ასეთ შემთხვევაში მონაცემები შეინახება მხოლოდ შესაბამისი ლეგიტიმური ინტერესის არსებობისა და მისი რეალიზებისთვის აუცილებელი ვადით.

გაცნობებთ, რომ კომპანია უზრუნველყოფს პერსონალური მონაცემების დაცვას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და სხვა მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად და იღებს სათანადო ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომებს მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. თქვენი პერსონალური მონაცემები არ გადაეცემათ მესამე პირებს, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

თქვენი, როგორც მონაცემთა სუბიექტების უფლებები (მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება, მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება, მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება, მონაცემთა დამუშავების, შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება, მონაცემთა დაბლოკვის უფლება, თანხმობის გამოხმობის უფლება, გასაჩივრების უფლება) გარანტირებულია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის III თავით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა