გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

602RZKER გამოქვეყნდა 2 ნოე 12 ნახვა

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

Fresnel გარე განცხადება
₾1500 / თვეში −33% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,231 ₾ · 148 განცხადება ბოლო ვადა: 1 დეკ
შესვლა და განაცხადი
დაზღვევა · განცხადებაში

„ფრესნელი“ არის პროფესიული აუდიო-ვიზუალური ტექნოლოგიების, განათებისა და მართვის სისტემების ინტეგრატორი და დისტრიბუტორი, რომელიც სახელმწიფო, კორპორატიულ და HoReCa სექტორებს სთავაზობს თანამედროვე ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს.

ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო ბრენდებთან და ვეხმარებით ბიზნესებსა და ორგანიზაციებს თანამედროვე, ეფექტური და საიმედო ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შექმნაში.

ვეძებთ მოტივირებულ და შედეგზე ორიენტირებულ კორპორატიული გაყიდვების მენეჯერს, რომლებიც ჩაერთვებიან როგორც შემოსული მოთხოვნებისა და მიმდინარე პროექტების დამუშავებაში, ასევე ახალი კლიენტებისა და ბიზნესშესაძლებლობების აქტიურ მოძიებაში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • ახალი კორპორატიული კლიენტებისა და პოტენციური პროექტების აქტიური მოძიება და მოზიდვა;
  • შემოსული მოთხოვნების დამუშავება და გაყიდვების სრული ციკლის მართვა;
  • პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა, პრეზენტაციების ჩატარება და მოლაპარაკებების წარმოება;
  • კლიენტების საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შეთავაზება;
  • ტექნიკურ გუნდთან თანამშრომლობით პერსონალიზებული კომერციული შეთავაზებების მომზადება;
  • მოლაპარაკებების წარმოება, კონტრაქტების გაფორმება და გაყიდვების წარმატებით დასრულება;
  • არსებულ კლიენტებთან ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება;
  • გაყიდვების პროცესებისა და პროექტების აღრიცხვა CRM სისტემაში;
  • ბაზრის ტენდენციებისა და კონკურენტული გარემოს ანალიზი;
  • გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • B2B გაყიდვებში მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება სასურველია;
  • ახალი კლიენტების დამოუკიდებლად მოძიებისა და ბიზნესურთიერთობების განვითარების უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმართვისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა;
  • ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო და ტექნიკური ინფორმაციის დამუშავებისთვის საჭირო დონეზე;
  • AV, IT, საინჟინრო ან ტექნოლოგიურ სექტორში გაყიდვების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

რას გთავაზობთ

  • ფიქსირებული ანაზღაურება — 1,500 ლარი ხელზე + საბონუსე სისტემა;
  • კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
  • საერთაშორისო ბრენდებთან და თანამედროვე ტექნოლოგიურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა;
  • პროფესიონალ და მხარდამჭერ გუნდთან თანამშრომლობა;
  • 4+1 ჰიბრიდული სამუშაო მოდელი და სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის შესაძლებლობა.
  • საბონუსე სისტემის დეტალური პირობები განიხილება გასაუბრების ეტაპზე.

სამუშაო პირობები ორშაბათი–ხუთშაბათი: 10:00 - 17:00 - ოფისში; პარასკევი: 10:00 -17:00 - დისტანციურად; საჭიროების შემთხვევაში, დისტანციური სამუშაო დღე შეიძლება შეიცვალოს კლიენტთან შეხვედრით ან ოფისში მუშაობით.

სამუშაო მისამართი: თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. 7, სავაჭრო ცენტრი „ქარვასლა“.

შემოუერთდი ფრესნელის გუნდს!

თუ გაქვს B2B გაყიდვების გამოცდილება, გიყვარს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა და გსურს განვითარება თანამედროვე ტექნოლოგიურ სფეროში, გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე. ელფოსტის სათაურში მიუთითე: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

ფრესნელის გუნდი გისურვებს წარმატებას

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა