7962 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

60C774H0 გამოქვეყნდა 25 აგვ 0 ნახვა

მზარეული

ზღვა ლუდი via hr.ge
ბათუმი სრული განაკვეთი კვება / რესტორნები
₾1400 / თვეში ბოლო ვადა:

კომპანია "Maximus" — საქართველოში კრაფტული ლუდის ბაზრის ლიდერი, წარმოების გაფართოებასთან დაკავშირებით აცხადებს მიღებას ხორცის სნექებისა და შებოლილი პროდუქციის საწარმოში მზარეულის პოზიციაზე:

სამუშაო პირობები: ლოკაცია: ბათუმი, სოფ.სალიბაური ანაზღაურება – 1 400 ლარიდან; სამუშაო გრაფიკი – 5/2;

ძირითადი მოვალეობები: - ხორცის ნედლეულის მომზადება წარმოებისთვის; - მარინადების მომზადება ტექნოლოგიური ბარათების მიხედვით; - პროდუქციის ხარშვა, მარინირება და შებოლვა; - მზა პროდუქციის დაჭრა და შეფუთვა; - რეცეპტურისა და ტექნოლოგიური პროცესების დაცვა; - HACCP-ისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა; - სამუშაო ადგილის სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - მზარეულად ან კვების წარმოებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - რუსული ენის სავალდებულო ცოდნა; - პასუხისმგებლობა, დისციპლინირებულობა და სიზუსტე; - გუნდში მუშაობის უნარი; - სწავლისა და განვითარების სურვილი.

ჩვენ გთავაზობთ: - ოფიციალურ დასაქმებას; - წარმოების ტექნოლოგიების შესწავლას; - მეგობრულ სამუშაო გარემოს; - პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე ქართულ ენაზე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: panteleev@maximus.ge რეზიუმეს გამოგზავნისას სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება!

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ანდა პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერთქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. შპს "მაქსიმუსი" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გისურვებთ წარმატებას!

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
ზღვა ლუდი
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა